“გოგოებო, დღეს ჩემი ახლობლის შვილმა, 14 წლის ბიჭმა, ცოლად 12 წლის გოგო მოიყვანა, გაგიჟებას ვარ, ეს რა ხდება, ვაიმე!..
გოგომ უთხრა, ვრჩები და ,,ვსიოო’’ და მშობლებმაც არ დააძალეს. ბიჭს კი დედა არ ჰყავს, ბებომ და ბაბუმ გაზარდეს”, _ წერს სოციალურ ქსელში ილონა, რომელიც ფეისბუქში ,,დედების ჯგუფის” წევრია.
ამ შემთხვევამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კომენტარებში წერენ:
“ვრჩებიო, 12 წლის ბავშვმა რომ განაცხადა და ახლა სხედან მისი პატრონები, ღრეობენ და სუფრა აქვთ გაშლილი, მეტის ღირსები არიან”, ,,დარეკოს ვინმემ პატრულში, როგორ შეიძლება ასე?!”, ,,ცემა-ცემით უნდა წაიყვანოს დედამ.12 წლის ბავშვმა რა იცის კაცის ან ოჯახის. გაგიჟდნენ!”, ,,აი, ასეთი მეზობლობა, ახლობლობა ღუპავს ბავშვებს, იციან და ხმას არ იღებენ, მე ვინ მკითხავსო!”, ,,დასაჭერები არიან მშობლები, ღემრთო… დანაშაულთან გვაქვს საქმე”.
არიან ისეთებიც, რომლებიც ბავშვების ქორწინებაში პრობლემას ვერ ხედავენ და მოზარდებს ულოცავენ.

