ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ხაშურში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და იუმორით ყვება:
,,როცა ხალხს ვეუბნებოდით, რომ აქ მოვდიოდით სამოგზაუროდ – ზოგი დაგვცინოდა, ზოგი დუმდა… ზოგს ეგონა, სახელი გვეშლებოდა და სურამში მივდიოდით, მაგრამ ნურას უკაცრავად!
დიახ, ეს ლამაზი და თვალწარმტაცი ხაშურია, მეგობრული და თბილი ხალხით, საყვარელი ადგილებით, გემრიელი საკვებით და ბევრი ჰამაკით!
ჰა, ახლა არ თქვათ, რომ არ მოგწონთ? მე პირადად, ქალაქიც მესაყვარლება და ამ ფოტოებითაც დავტკბი!”.

