გოგა ჩანადირი: ,,ტატუნაშვილს საქართველოს დროშა დაუგდეს, ფეხით შედექი და გადარჩებიო…”

გოგა ჩანადირი: ,,ტატუნაშვილს საქართველოს დროშა დაუგდეს, ფეხით შედექი და გადარჩებიო...”ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებზე წერს:

„არჩილ ტატუნაშვილს ცხინვალის ციხეში სამაჩაბლოს რუკა მიუტანეს და უთხრეს, თქვი, რომ ეს ოსეთიაო.

თავი ასწია და თქვა – ვერასოდეს იქნება ოსეთი, ეს საქართველოა!

მერე ურტყეს წიხლებით, იარაღებით, აწამეს.

ღინემიხდილს საქართველოს დროშა დაუგდეს და ფეხით შედექი და გადარჩებიო.

ამაზე თანხმობას სიკვდილი არჩია.

გმირები უძლებენ ტკივილებს.

გმირები კვდებიან სამშობლოსთვის”, – წერს გოგა ჩანადირი.