იურისტი გიორგი გოცირიძე ქალთა ძალადობის თემას ეხმაურება და ყოფილი ტელეწამყვანის, თათია სამხარაძის ამბავს იხსენებს, რომელმაც თავის უფროსს, ტელეჟურნალისტ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოში უჩივლა.
„თათია სამხარაძემ არა მარტო საჯაროდ თქვა, რომ თავისი უფროსი ავიწროებდა, არამედ ეს ფაქტი სასამართლოშიც დაამტკიცა. ამ ადამიანმა ამით დაკარგა სამსახური და მიიღო სოციალურ ქსელში სერიოზული ბულინგი. არა მგონია, იმ 10 ქალიდან ერთ-ერთმაც რომ ვინაობა არ გაამჟღავნოს, ასეთივე უარყოფითი შედეგი არ მიიღოს.
ის ხალხი, ვინც დღეს ამ ქალებს ანონიმურობის გამო აკრიტიკებს, ხვალ ფეისბუქზე შემდეგ ფრაზებს დაწერს: კარგმა ქალმა არც მომცა, არც გამცა (პირველად ეს ანდაზა თათია სამხარაძის ქეისის ერთ-ერთი ფეისბუქგანხილვისას მოვისმინე). მგონია, რომ ეს საქმე კონფიდენციალობის დაცვით ომბუდსმენმა უნდა შეისწავლოს”, – წერს გიორგი გოცირიძე.

