დემნა გვასალიას ჩუსტები 595 დოლარი ღირს

დემნა გვასალიას ჩუსტები 595 დოლარი ღირსფრანგული მოდის სახლის, ,,ბალენსიაგას” კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ მოდის კრიტიკოსების და მსოფლიო მედიის ალაპარაკება კიდევ ერთხელ მოახერხა.

მან გაზაფხული-ზაფხული 2018-ის კოლექციაში წარადგინა საზაფხულო ჩუსტები, რომელიც 595 დოლარი ღირს.

ჩუსტები შავ და ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი. დამზადებულია ცხვრის ტყავისგან და წინ კომპანიის ლოგო აქვს.

დემნა გვასალიას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს მთელ მსოფლიოში, მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი მთლიანი კოლექცია ყოველთვის ძალიან სწრაფად იყიდება.