დავით სილაგაძე: ,,არჩილ ტატუნაშვილი ბოლომდე ებრძოდა 20-მდე ადამიანს, გიენებივით ერთი კაცი ჩაქოლესო”

დავით სილაგაძე: ,,არჩილ ტატუნაშვილი ბოლომდე ებრძოდა 20-მდე ადამიანს, გიენებივით ერთი კაცი ჩაქოლესო"არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დავით სილაგაძე ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს: ,,ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი არანაკლებ აწამეს, როგორც გიორგი ანწუხელიძე, ოსურ საიტზე წერია, ,,ალანიაზე”, რომ მას 20-მდე ადამიანი ურტყამდა და აწამებდაო. ვიღაც ოსი წერს, ვოვა დულაევი, ბოლომდე ებრძოდა 20-მდე ადამიანსო, სირცხვილიაო, გიენებივით ერთი კაცი ჩაქოლესო.

რა უნდა ქნას ხელისუფლებამ ან ოჯახმა, რომ ეს გარდაცვლილი ღირსეული ადამიანის ცხედრი უკან დაგვიბრუნონ? და ვინც კიდევ აქ პუტინზე ამოიღებს ხმას… თქვენი ბუსხი არ გავიგო აქ!..  რეებს ვკითხულობ ვიღაცეების კედლებზე! შნ@ებო, მაპტიეთ, მე პირადად სხვა სახელს ვერ ვუწოდებ მსგავს ამბიცილებს, ორახელაშვილებს და ორჯონიკიძეებს…”.