დავით ქაშიაშვილი: ,,აჭარაში ღვთის სახლს მიწა აქვს მიყრილი და ჯვარი გადაჯეგილ ხეებზეა მიყუდებული”

დავით ქაშიაშვილი: ,,აჭარაში ღვთის სახლს მიწა აქვს მიყრილი და ჯვარი გადაჯეგილ ხეებზეა მიყუდებული"ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი მისი კოლეგის, გიორგი გაბუნიას სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და იმ აჟიოტაჟს, რაც ამის გამო შეიქმნა.

,,ღვთის სახლს მიწა აქვს მიყრილი და გადაჯეგილ ხეებზეა მიყუდებული ჯვარი, ჩვენ რომ გულით დავატარებთ.
მეორედ მოსვლა?
გარდაუვლია!
მე მას საქართველოში ველოდები, აჭარაში, რაჭაში, თბილისაა თუ ჩემს კუნძულზე – სადაც გენებოს.
პროტესტი?
ჩემი მიწისთხრა, ჩემი ხეების გლეჯა!
რელიგიური გრძნობები?
მიგდებული ჯვარი, მიწა მიყრილი ეკლესია!”, _ წერს ჟურნალისტი და აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს ჯვარი, რომელიც ხეებზეა მიყუდებული, ასევე ეკლესია, რომელსაც საძირკველი ფაქტობრივად გამოცლილი აქვს.