დავით ოქიტაშვილი: ,,როდესაც ქვეყანა ცხედრის მოლოდინშია, ქართველები არ უნდა მიდიოდნენ რუსეთში კონცერტის გასამართად”

დავით ოქიტაშვილი: ,,როდესაც ქვეყანა ცხედრის მოლოდინშია, ქართველები არ უნდა მიდიოდნენ რუსეთში კონცერტის გასამართად”ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გაპატიოსნებული და გადმოსვენებული, ამ დროს კი ქართველი მომღერლები რუსებს უმღერიან _ ბოლო რამდენიმე დღეა ამ შინაარსის წერილები ქვეყნდება ინტერნეტსივრცეში. 28 მარტს რუსეთის სცენაზე იმღერებენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნინო ქათამაძე, თამარ გვერდწითელი, ვალერი მელაძე… მათ ბევრი აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს კონცერტი უნდა გაუქმდეს.

მომღერლების ვიზიტს მოსკოვში ეხმაურება კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.
_  როდესაც ქვეყანა მგლოვიარე მდგომარეობაშია და როდესაც ქვეყანა ცხედრის გადმოცემის მოლოდინშია, მე ვფიქრობ, რომ ქართველები არ უნდა მიდიოდნენ რუსეთში კონცერტის გასამართავად, – ამბობს ოქიტაშვილი.