ქუთაისელი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ,,ფეისბუქში” ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,დილით გადმოვჭერი ცენტრალური ბულვარი (კრუასანის საყიდლად გამომიშვა მეუღლემ) და ამ კვირადღეს ვხედავ ქალაქის მერს. მშვენივრად ჩამჯდარა ძველ ქუთაისელებთან და უსმენს. აი ეს მომწონს!
P.S. ცხადია, ეს პოსტი შეპარულად პიარის ელემენტებსაც შეიცავს, მაგრამ უნდა დამერწმუნოთ, რომ მართლა შემთხვევით გადავაწყდი და ჩუმად გადავიღე”.

