მომღერალ ქეთა თოფურიას ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და მოწოდებამ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე წავიდნენ და ხმა მისცენ, უამრავი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა გამოჩნდნენ მისი მხარდამჭერი კოლეგებიც. იმ ხელოვანებზე, რომლებიც ქეთა თოფურიას ,,გუნდში“ აღმოჩნდნენ, ისტორიკოსი ბუბა კუდავა ,,ფეისბუქში“ წერს:
,,მათ კონცერტს არ უნდა დავესწროთ, არსად არ უნდა მოვიწვიოთ – ინტერვიუზე, ეთერში, ღონისძიებაზე…
არც უნდა გავუღიმოთ და არც „ცნობად სახედ“ ჩავთვალოთ. არაფრად არ უნდა ჩავაგდოთ. და ხშირად უნდა ვუმეოროთ, პირდაპირ და გარკვევით – რომ მოღალატეები არიან, რომ მტერს უწვებიან და ფეხქვეშ ეგებიან.
თორემ, თუ ჩვენს დამოკიდებულებებში არაფერი შეიცვალა, თუკი კვლავაც თაყვანისმცემლების გარემო დახვდებათ, თუ ვიძახეთ – ხელოვნება სხვაა და პოლიტიკა სხვა, თუ მათ კვლავაც რამედ ჩავთვლით, თუ ბევრი ახლობელი თუ შორებელი პირში (!) არ ეტყვის, რაც არიან, თუ მათ კომფორტსა და კარიერაზე არ აისახება, რასაც სჩადიან საკუთარი ქვეყნის წინაშე, ასეც გააგრძელებენ. უფრო დიდი ენთუზიაზმით, უფრო აშკარად და ურცხვად!
და მშვენიერ მაგალითადაც გამოდგებიან რიგში მდგომი დამწყები გამყიდვლებისთვის.
მოღალატისთვის მოღალატის დარქმევისა და შესაბამისი მოქმედებების ტრადიციებია გასახსენებელი.
ქარაფიდან გადაგდების, ცხვირის მოჭრის,ძელზე თუ ვირზე გასმის, თემიდან მოკვეთის დრო აღარაა, მაგრამ რაც ზემოთ ვახსენე, ე მაგეების ქმნას რა უდგას წინა?”

