საფრანგეთის პოლიციამ ეკლესიიდან მრევლი და სასულიერო პირები გამოდევნა. ამის შესახებ არქიმანდრიტი ექვთიმე შავდათუაშვილი წერს სოციალურ ქსელში.
,,საფრანგეთის პოლიციამ ძალის უხეში გამოყენებით გამოდევნა ეკლესიიდან სასულიერო პირები და მრევლი, რათა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დადგენილება, დაანგრიონ ტაძარი და მის ადგილას ავტოსადგომი ააშენონ, განეხორციელებინათ.
ასევეა ევროპის სხვადასხვა ქალაქების ტაძრები, სადაც დღეს უკვე განთავსებულია ტანსაცმლის მაღაზია,რესტორანი, სპორტული დარბაზი, წიგნის მაღაზია და ა.შ.”, – წერს სასულიერო პირი.

