„91 წლის ბაბუა არის სექსუალურად ,,აზაბოჩენი“, რომელსაც ვერსად გაექცევით“ _ რას წერენ ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი ქალები

„91 წლის ბაბუა არის სექსუალურად ,,აზაბოჩენი“, რომელსაც ვერსად გაექცევით“ _ რას წერენ ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი ქალებიორი დღის წინ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ორი შვილის დედამ ,,ფეისბუქში“ შოკის მომგვრელი ინფორმაცია გამოაქვეყნა მოხუცზე, რომელსაც უვლის.

,,32 წლის ორი შვილის მარტოხელა დედა ვარ, რამდენიმე თვის წინ დავიწყე მუშაობა 91 წლის პამპერსიან ბაბუასთან, სადაც ხელფასი მქონდა 160$ დღეში.  ბაბუა არის ჩვეულებრივად სექსუალურად ,,აზაბოჩენი“ ადამიანი, რომელსაც ვერსად გაექცევით ერთოთახიანი ბინიდან, სადაც მომვლელის ოთახს ფანჯარაც კი არა აქვს, გადატიხრულია რამდენიმე კვადრატული ფართი!

ბაბუა შეიძლება მოვიდეს ღამით, როცა გძინავს და საწოლზე დაგიჯდეთ. ცდილობს, გიფათუროს ხელები მაშინაც კი, როცა აბანავებ, თან ახმოვანებს. გული აგერევა! ბაბუის საჭმლის ფული მე გადამახდევინეს რამდენჯერმე, შოპინგს მე ვაკეთებდი, სადაც უამრავ პარკს ხელით ვათრევდი.

არ უყვართ, როდესაც გადიხარ ,,დეი ოფზე“ თუ ოდნავ მაინც დაგაგვიანდა, შეიძლება ხელფასი არ მოგცენ იმ დღის. ერთი საათიც არ უყვართ მის ოჯახს რომ გარეთ გახვიდე და ცდილობენ, იმის ფულიც დაგაკლონ. მთელი დღე ბოლო ხმაზე ტელევიზორია ჩართული, რომელიც რომ ეცადო, გამორიცხულია, გათიშოს დილის 9-დან ღამის 11-მდე“, _ დაწერა ემიგრანტმა.

32 წლის ქალის წერილს მეორე ემიგრანტი გამოეხმაურა, რომელიც იმავე მოხუცათან მანამდე მუშაობდა და თავისი თანამემამულე  სიცრუეში დაადანაშაულა:

,, სრული ტყიულია ყველა სიტყვა! მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც ბაბუასთან შევიდა სამუშაოდ და ჩემს მერე სწორედ ის მოვიდა. მე რომ დამირეკე და უსაყვარლეს ბაბუაზე ძვირები ილაპარაკე, ნუთუ არ გრცხვენია ახალგაზრდა გოგოს? ღმერთმა გიშველოს!
აქ ბაბუაზეა ლაპარაკი – 1.5 თვეში ფეხზე დავაყენე, მოვუარე და საოცრად კარგად იყო. 7 თვის მერე ამ გოგომ ჩაიბარა! გული მტკივა, სიტყვები არ მყოფნის… ბაბუა საოცარი ადამიანია. როცა სევდიანს მხედავდა, სულ მამხნევებდა და გვერდში მედგა!

Skyp-ით ჩემი ოჯახის ყველა წევრი ჰყავდა გაცნობილი და თითქმის ყველა დღეს მათ ელაპარაკებოდა ჩემთან ერთად! რაც შეეხება მის, ასე ვთქვათ, „სექსუალურ გაგიჟებას“ – სრულიად ტყუილია. ადამიანი, რომელსაც თავზე ვადექი, თვითონ იბანდა და როცა ვამშრალებდი, მართმევვდა პირსახოცს და ინტიმურ ადგილებს თვითონ ხედავდ. ძალზედ მორიდებული და თბილია!
არ დაიჯეროთ, რასაც ეს გოგო ამბობს.  უსაყვარლესი ბაბუა, ოჯახი და ხალხია. მონატრებით სავსე ვიყავი და რამდენჯერ დავურეკე, ბაბუა დამალაპარაკე-თქო და 9 თვის მანძილზე ერთხელ გამაბედნიერა მხოლოდ!
გული მტკივა“.