50 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა – ტრაგიკული შემთხვევა ტყიბულში

50 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა - ტრაგიკული შემთხვევა ტყიბულში50 წლის მამაკაცი ტყიბულის სოფელ მუხურას ცენტრში უამრავი ხალხის თვალწინ დაწვეს. 70 წლამდე თანასოფლელმა მერაბ ქურციკიძეს ბენზინი ჯერ სახეში შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. მიზეზი ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტია, რომელიც საბოლოოდ ტრაგიკულად  დასრულდა. მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მას სახე მთლიანად დამწვარი აქვს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კონფლიქტი დაზარალებულსა და ეჭვმიტანილს შორის ერთი წლის წინ დაიწყო. ეჭვმიტანილის ოჯახი შვილის სიკვდილში მერაბ ქურციკიძეს ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, დაზარალებულმა გასულ წელს ტრაქტორით შესასრულებელ სამუშაოში დახმარება სწორედ ეჭვმიტანილის შვილს სთხოვა, მუშაობისას კი ახალგაზრდა გულის შეტევით გარდაიცვალა.

თანასოფლელის დაწვაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სოფელ მუხურაში მცხოვრები ადგილობრივები ამბობენ, რომ ქურციკიძე უდანაშაულოა და თანასოფლელი მას უსაფუძვლოდ სდებდა ბრალს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული პირი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია და მას ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

რუსთავი 2