სკანდალი “მისტერ ვალენტინზე” – ლალი მოროშკინა გიგა ყორღანაშვილის გამარჯვებას გაემიჯნა – ვიდეო

სკანდალი "მისტერ ვალენტინზე" - ლალი მოროშკინა გიგა ყორღანაშვილის გამარჯვებას გაემიჯნა - ვიდეო„მისტერ ვალენტინი 2018″– ის ფინალი, რომელშიც 17-25 წლის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, თბილისში გუშინ ჩატარდა, გამარჯვებული გიგა ყორღანაშვილი გახდა.

კონკურსი „მისტერ ვალენტინი” თბილისში პირველად 2009 წელს ჩატარდა. იდეის ავტორი ცნობილი ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძეა. მისი თქმით, ეს კონკურსი ქართველი მამაკაცებისთვის აუცილებელი იყო, რათა მათ, ბოლოს და ბოლოს, შეძლონ თავიანთი კომპლექსებისგან გათავისუფლება.

წლევანდელი კონკურსი სკანდალით დასრულდა. შედეგების მიმართ პროტესტი გამოთქვა ლალი მოროშკინამ. მან თქვა, რომ მისი და სხვა ადამიანების აზრი ჟიურიმ არ გაითვალისწინა და რჩეულთა შორის არ დაასახელა ის ადამიანი, ვინც ამას იმსახურებდა.

– ამის გამო კონკურსის შედეგებს ვემიჯნები, – განაცხადა ქ-მა მოროშკინამ.

მისი რჩეული არის ლევან შენგელია, რომელმაც ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო.