ქართველ მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინალეზე ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

ქართველ მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინალეზე ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცესრეზო გიგინეიშვილის ფილმ “მძევლებში” გეგა კობახიძის როლის შემსრულებელ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადსცეს.

ქართველი მსახიობი European Film Promotion-ის მიერ შედგენილი ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სიაში რამდენიმე თვის წინ მოხვდა.

პროგრამის ჟიური ირაკლი კვირიკაძეს ახასიათებდა როგოც ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობს.

კვირიკაძესთან ერთად ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცათ: ეილი ჰარბოს ნორვეგიიდან, ალბა აუგუსტს შევდეთიდან, ფრანც როგორვსკის გერმანიიდან, რეკა ტენკის უნგრეთიდან, მატილდა დე ანჯელის იტალიიდან, მატეო სიმონს ბელგიიდან, იონას სმულდერსს ნიდერლანდიდან და ლუნა ვედლერს შვეიცარიიდან.

ონ.გე