ხატია სიჭინავა: “პროფილის ჩაწერიდან დაბრუნებულებს ავარია დაგვემართა… მაი, ყველაფერი კარგად იქნება”

ხატია სიჭინავა: "პროფილის ჩაწერიდან დაბრუნებულებს ავარია დაგვემართა... მაი, ყველაფერი კარგად იქნება”ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“პროფილის ჩაწერიდან დაბრუნებულებს დაგვემართა სიყვარულის დღეს. თუმცა მთავარი რკინა კი არა, სიცოცხლეა. ორივენი ჯანმრთელები და კარგად ვართ. მეორე დღეს მაიკომ დამირეკა. შეშფოთებული იყო, ხომ გადარჩითო. საოცრად თბილი და საყვარელია. ვინც იცნობს, გრძნობს, როგორ გადასცემს ყველა ადამიანს ამ სითბოს. მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, ყურადღებიანი და მოსიყვარულე დარჩა უცხოების მიმართაც კი. ჩემი ქმარი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ერთადერთი, ვისაც უარს ვერ ეუბნება გადაცემაში მისვლაზე, მაიკოა. უძლიერესი ქალი. რომელმაც თავისი დარდი თავზე არ მოგახვიათ. რომელმაც თქვენი განწყობის შესაქმნელად თავის თავს გადააბიჯა და გაგიღიმათ. შენ სამაგალითო ქალი ხარ მაი, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად. გვიყვარხარ,” – წერს ხატია სიჭინავა.

პირველი