,,დოდოს ყვირილის ხმა ისმოდა… დახმარებას ითხოვდა” – დოდო გუგეშაშვილს შვილი, ნოდარი, მოუკლეს, თავად კი მძიმედ დაჭრეს

,,დოდოს ყვირილის ხმა ისმოდა... დახმარებას ითხოვდა" - დოდო გუგეშაშვილს შვილი, ნოდარი, მოუკლეს, თავად კი მძიმედ დაჭრესშეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, ნოდარ გუგეშაშვილს, თავს  საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მისი 33 წლის შვილი გარდაიცვალა.

დოდო გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.  მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

დოდო გუგეშაშვილის და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

.33 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

გამოძიების პირველადი ვერსიით, პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, მათ იცნობდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

მეზობლების ინფორმაციით, ადგილზე ისმოდა ყვირლის ხმა, როდესაც დოდო გუგეშაშვილი ითხოვდა დახმარებას. მათივე თქმით, გასროლის ხმა არ გაუგიაT.
ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ დედა-შვილი, სადაც შემთხვევა მოხდა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
– ნოდარი ადრე ფოტოგრაფი იყო მერე ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშობდა. ბოლო პერიოდში არ ვიცი რას საქმიანობდა. თავად დოდო კი სამი დღის წინ ვნახე“- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).