“ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ძიძა 2-3 წლის ბავშვს ტუჩებში და სხეულის სხვა ნაწილებში ურტყამდა” – შემთხვევა თბილისში

"ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ძიძა 2-3 წლის ბავშვს ტუჩებში და სხეულის სხვა ნაწილებში ურტყამდა" - შემთხვევა თბილისშისოციალური ქსელის მომხმარებელმა თბილისში ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

“რამოდენიმე წუთის წინ, ვაჟა ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ვაჟა ფშაველას 71-ის წინ) ფოტოზე ასახული ქალი ლანძღავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა (ტუჩებში და სხეულის სხვა ნაწილებში ურტყავდა) დაახლოებით 2-3 წლის ბავშვს (შეგნებულად ვფარავ ბავშვის სახეს თუმცა ნაცნობები წესით ჩაცმულობითაც იცნობენ). სავარაუდოდ არის ძიძა. ასე რომ, გთხოვთ, ვინც დედების სხვადასხვა ჯგუფებში ხართ დამატებული გაავრცელეთ. თუ თვითონ დედაა, იქნებ ოჯახის ახლობლებმა ნახონ და ცოტა აზრზე მოიყვანონ. როგორც კი გამვლელები ჩავერიეთ, ფაქტობრივად გაიქცა ბავშვთან ერთად, ამიტომ სხვაგვარი რეაგირება ვერ მოვასწარით” – წერს კოკიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიუპოსტი