თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქზე დაწერა:
“ბავშვი არ არის მშობლის საკუთრება.
ბავშვი არის მშობლის პასუხისმგებლობა.
ეს ორი სხვადასხვა რამეა.
როდესაც მშობელი, საკუთარი გართობის მიზნით, ბავშვის ჯანმრთელობას აზიანებს – აწევინებს სიგარეტს, ასმევს ალკოჰოლს, სცემს – ვერ ასრულებს თავის პასუხისმგებლობას და აზიანებს ბავშვის ინტერესს.
როდესაც არასრულწლოვანი მოქალაქის ინტერესი ზიანდება, სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს და ზომები მიიღოს.
რატომ ატყდა ამ ჭეშმარიტებაზე კამათი, გაუგებარია.”

