ქეთა თოფურია გუფთან და მის მშობლებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

ქეთა თოფურია გუფთან და მის მშობლებთან ერთად ტაილანდში ისვენებსროგორც რუსული პრესა ამტკიცებს, ქეთა და რეპერი გუფი, რომელთან სავარაუდო ურთიერთობის გამოც დაინგრა მისი და ლევ გეიხმანის ოჯახიც, რომანტიკულ მოგზაურობაში გაეშურნენ. ორივე ერთდროულად გაემგზავრა ტაილანდში და ერთი და იმავე პეიზაჟზე გადაღებულ ფოტოებს ინსტაგრამზე აქვეყნებენ.
გუფს მშობლებიც ჰყავს წაყვანილი და ამბობენ, რომ მათ ქეთი გააცნო და რუსეთში მათ სავარაუდო მომავალ ქორწინებაზეც ალაპარაკდნენ. თავად ქეთი არაფერს ამბობს და ფოტოებზეც არ აკეთებს მინაწერებს, თუ კონკრეტულად სად არის გადაღებული.

სხვათა შორის, მათი რომანი სწორედ ტაილანდში დაიწყო და მათი ერთობლივი ფოტოები, რამაც ააგორა ჭორები და

საბოლოოდ ქეთის ოჯახი დაანგრია, ასევე ტაილანდში იყო გადაღებული.

მშობლები.გე