ნათია ფანჯიკიძე: “სოფო ბედიას ქმრის არ იყოს, აღტაცებული ვარ”…

ნათია ფანჯიკიძე: "სოფო ბედიას ქმრის არ იყოს, აღტაცებული ვარ"...ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“სოფო ბედიას ქმრის არ იყოს, ვარჯიში დავიწყე და აღტაცებული ვარ ჩემი ყოფა-ქცევით. ასეთი ელეგანტური და დახვეწილი ცხოვრების არცერთ სიტუაციაში არ ვარ, – იხვითქება ირგვლივ ხალხი, ქალი თუ კაცი რკინას ღუნავს, მე როგორი სუფთა-კრიალაც შევდივარ, ასეთივე სუფთა-კრიალა გამოვდივარ. ნაზად, კოხტად, ძალდატანების გარეშე ჩამოვუვლი რკინის ყველა მანქანას, გავეცნობი, იფ, რა კარგი და ეფექტურია, ვადასტურებ და მოვდივარ. მაგრამ იცით რა კარგია სხვების მოქმედებების ყურება? თვალი ასკანერებს, ტვინში პროექციას ქმნის, თითქოს შენც იგივეს აკეთებ და კი მომიხდა სხვათაშორის.
ოპტიკური ილუზია მუშაობს”, – წერს ფანჯიკიძე.

პირველი