ლაშა ბერულავა: ”დავით ქაცარავა რეანიმაციაში მოათავსეს”

ლაშა ბერულავა: ”დავით ქაცარავა რეანიმაციაში მოათავსეს”მსახიობი დავით ქაცარავა ჩაფიძის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. როგორც მისმა მეგობარმა, ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ განაცხადა, დავითს გული აწუხებდა:
– სამწუხაროდ, გულთან დაკავშირებული პრობლემების, სავარაუდოდ, ნერვოზული ფონის გამო, დათო ქაცარავა ჩაფიძის კლინიკის რეანიმაციაში მოხვდა. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მალე გვეცოდინება გამოკვლევის ზუსტი პასუხები. მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ, დეტალებს გაგაგებინებთ.