გელა დაიაურმა უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს დაბადების დღე სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მიულოცა:
“კი, ვიცოდი, რომ თბილი იყავი, მაგრამ თუ უშენოდ ესე ეციებოდა, არ მეგონა..
კი, ვიცოდი, რომ მავსებდი სიყვარულით, იმედით, ხალისით, მაგრამ უშენოდ ასე თუ დავიშრიტებოდი, არ მეგონა…
კი, ვიცოდი, რომ მაძლიერებდი, რწმენას მმატებდი, მაგრამ უშენოდ თუ ესეთი ნისლი და არაფერი იქნებოდა ჰორიზონტზე, არ მეგონა…
სიზმრებშიღა ვარ ბედნიერი… ვცდილობ, კარგად ვიყო, ვიცი, შენ გაგიხარდებოდა… მაგრამ სულ მტკივა და მტკივა, მინდა მივეჩვიო ამ ტკივილს, თითქმის მივეჩვიე, მაგრამ ზოგჯერ ისე წამომივლის, აქ აღარ მინდა ხოლმე…
34-ე დაბადების დღის იუბილეს გილოცავ, ჩემო კუნწულა, ჩემო თეო…
და სულ ვძლიერდები ამ ფიქრით… შენ ერთმა მაინც იცი, როგორ მიყვარდი და მიყვარხარ…
უფალი გფარავდეთ!!!” – წერს დაიაური.

