განო მელითაურის ქალიშვილი საავადმყოფოში მოხვდა – “ზოგ-ზოგიერთებმა ილოცონ, რომ უკვალოდ გაუაროს…”

განო მელითაურის ქალიშვილი საავადმყოფოში მოხვდა - "ზოგ-ზოგიერთებმა ილოცონ, რომ უკვალოდ გაუაროს..."განო მელითაურის უფროსი ქალიშვილი ტასო საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ჩანს, ბავშვი ვირუსთან ერთად რაღაცით მოიწამლა და ალერგია გაუმწვავდა. ამ ფაქტს განომ პოსტი მიუძღვნა, რომელშიც განათლების სექტორსაც ადანაშაულებს. გთავაზობთ მის პოსტს და სავარაუდოდ, მალე განმარტებასაც გააკეთებს:
“დღე მეოთხე. ისევ 38.5 ისევ გადასხმა, ისევ სპაზმური ხველა, თავის ტკივილი. ზოგ-ზოგიერთებმა ილოცონ, რომ უკვალოდ გაუაროს… პ.ს. არაფერი ამ საშინელ ქვეყანას, დამახინჯებულ განათლების სექტორს, გაუბედურებულ მართლმსაჯულებას და უკანონობას, ტყუილებს, არაკეთილსინდისიერ ხელმძღვანელებს არ ეშველება!
ბედნიერი ვარ, რომ არსებობს ქეთი ნემსაძე, ქეთი ბაგრატიონი და გლობალმედის სუპერ გუნდი 24 საათი ჩვენი შვილების სამსახურში.
P.S. მართლა ილოცოს ყველამ, ვინც დამნაშავეა. ხვალ ამ დროს ვიყოთ სახლში, თორემ კვლევებს და მიზეზშედეგობრივ კავშირებს თვალზე ავაფარებ ყველას სხვა ბავშვებ ის დასაცავად!”

მშობლები.გე