დემნა გვასალიამ თაკო ჩხეიძესთან ერთად ჩურჩხელა შეჭამა

დემნა გვასალიამ თაკო ჩხეიძესთან ერთად ჩურჩხელა შეჭამათუ გვგონია, რომ დემნა ვეღარაფრით გაგვაკვირებს და ბებიამისის ყველა ლუქი ამოწურა, სულ ტყუილად გვგონია.
როგორც მოსალოდნელი იყო, დემნამ ისევ ყველაფერი აურია და მთელი მსოფლიო მასზე აალაპარაკა კიდევ ერთხელ.
გუშინ, პარზში, Vetements-ი მამაკაცის შემოდგომა/ზამთარი 2018-ის კოლექცია წარადგინა მომენტის ყველაზე არაპროგნოზირებადმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ.
კოლექციის ნახვისას, როგორც ყოველთვის, ქართველებმა ბევრი ვიცინეთ, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიო დონის მოდის კრიტიკოსებზე, რომლებიც როგორც ყოველთვის აღფრთოვანდენ და უფრო მეტიც, მოდის ბიბლიად წოდებულმა Vogue-მ “მარჯიელაში” გალიანოს კაცის ხაზის დებიუტი ჩამოხსნა მთავარი გვერდიდან და”ვეტმანი” დადო.

როგორც მოდური გამოცემები წერენ, ჩვენებაზე ქართველებიც გამოვიდნენ, თუმცა, ვინაიდან პროფესიონალ მოდელებს დემნა არ წყალობს, უცნობია, ვინ იყვნენ ეს ქართველები.
ჩვენების ბოლოს კი თაკო ჩხეიძესთან ერთად ჩურჩხელაც შეჭამა.

ნიუპოსტი