“დეე, როცა წერენ მილიონერი ლევან ჯიღაშვილიო, იცი, სულ ეს მახსენდება!” – ნონა ჯიბღაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

"დეე, როცა წერენ მილიონერი ლევან ჯიღაშვილიო, იცი, სულ ეს მახსენდება!" - ნონა ჯიბღაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავსრამდენიმე წუთის წინ ლევან ჯიბღაშვილის დედამ, ნონა ჯიბრაშვილმა, ფეისბუქზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის შვილს დაბადების დღეს ულოცავს:

“ლევან!!!!!!!!! დეეეეე….30 წელია ვცდილობ გავიგო, განა ისეთი რა გავაკეთე 25 წლამდე , რომ უფალმა შენით დამაჯილდოვა!!! შენი დედობა დღესასწაულია , რომელიც დაუსრულებლად გრძელდება! ჩემი, თეკლას, უამრავი მეგობრის,უამრავი ნათესავის , და კიდევ ვინ იცის რამდენი ადამიანის , დიდო იმედო და მყარო კედელო!!!!!!! შენ ჩემი დიდი სიამაყე და ჩემი ცხოვრების გამარჯვება ხარ! შენ
ჩემი , დიდი და გულწრფელი სიყვარულის ლამაზი გაგრძელება ხარ! …..და25 წლის წინ ,როცა გაჩნდი შევყურებდი ციდან მოფარფატე დიდ , ქათქათა ფიფქებს და ცხრა თვიან, უამრავ ჭორსა და ბოროტზე გამარჯვებულს მეჭირა ხელში შენი უმანკო სხეული და ვფიქრობდი … სამშობიარო ტკივილებით სხეულის ტანჯვა ,ბევრად მსუნუქი ყოფილა თქო, ვიდრე ცხრა თვიანი სულის ფლეთვა და გვემა! მაგრამ უფალმა ასე გადაწყვიტა, მე და შენც მივეხმარეთ და შენ დაიბადე! ღმერთო გამაზრდევინე დაუსრულებლად ვჩურჩულებდი მთელი ღამე , სულ
სხვა ადამიანად მაქციე!!! და!..
და რა ვიცოდი , თუ ,უფლის ასეთი დიდი საჩუქარი იყავი!!!!!!
არც არასდროს უფლის გარდა არავისთვის, არაფერი არ მითხოვია!
დეე , როცა წერენ მილიონერი ლევან ჯიღაშვილიო, იცი სულ ეს მახსენდება! თითქმის ყოველ ღამეს , საწოლის კუთხესთან რომ იჯექი საბანში გახვეული , სევდიანი თვალებით შემომყურებდი გვიან ღამემდე , მე კი ან ვქსოვდი ,ან ვკერავდი,ან ვქარგავდი,რომ შენ , მეორე დღეს ყველაფერი ის გქონოდა რაც შენს თანატოლებს!!!!!!!! დედა არაფერი არ მინდა დაიძინეო მეხვეწებოდი და ალბათ დაუჯერებელიცააა, ისე დაიწყე ფულის შოვნა არც არასოდეს გითქვამს სიტყვა,, მიყიდე”
დეეე! როგორ მოვედით დღემდე მე და შენ ვიცით! ღმერთია მოწამე თავი არასოდეს დამიზოგავს!
დღეს კი… დღეს…
ოქროს დაბადების დღეს გილოცავ! ოქროს შვილო! დიახ ოქროს ძმავ და შენ თეკლას გაკვალული გზავ და ბედნიერო მომავალო! ოქროს შვილიშვილო და ბებოს და პაპას შრომის ,გამართლებულო, დაფასებავ!! და კიდევ რამდენის
თქმა მინდა მაგრამ!…
ყველაფრისათვის მადლობა უფალო!!!!!!..
უფლის სათნოდ ცხოვრება და ღვთის მადლი არ მოგეშალოს!
დიდება უფალს!!!!!”