დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს, რომელიც ცოლზე ძალადობდა, პატიმრობა მიუსაჯეს

დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს, რომელიც ცოლზე ძალადობდა, პატიმრობა მიუსაჯესქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახში ძალადობის საქმე განიხილა. 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის სამ იანვარს მოხდა.
ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დეა გოშხეთელიანის თქმით, ყოფილი ქმრის ეშინია, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.

ამბები.გე