ანზორ კაჭახიძე: “მე არ მგონია, რომ დედას ვგავართ. დედა უფრო ლამაზი იყო” – შვილის წერილი გარდაცვლილ დედას

სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოჩნდა. ანზორ კაჭახიძემ გარდაცვლილ დედას წერილი მიუძღვნა… ძნელია ამ ისტორიის წაკითხვა ემოციების გარეშე.
ანზორ კაჭახიძე: "მე არ მგონია, რომ დედას ვგავართ. დედა უფრო ლამაზი იყო" - შვილის წერილი გარდაცვლილ დედას“ყველა წერილს და, მით უფრო, მილოცვას ჰყავს თავისი ადრესატი. წერენ და იციან, ვის სწერენ, რა უნდა მისწერონ.
მე ერთ გოგონას მინდა მივწერო, 20 წლის სტუდენტ გოგონას.
ვერ ვწერ… არ ვიცი, რა მივწერო. რატომ არ ვიცი? ალბათ, იმიტომ, რომ არ ვიცნობ, ჩემთვის სრულიად უცნობია, მაგრამ მაინც ძალიან ნაცნობი, ჩემი ყველა უჯრედისთვის ნაცნობი და მშობლიური.
დედაა ჩემი, მშობელი დედა.

ანზორ კაჭახიძე: "მე არ მგონია, რომ დედას ვგავართ. დედა უფრო ლამაზი იყო" - შვილის წერილი გარდაცვლილ დედასმერე რა, რომ არასდროს მინახავს… მიყვებიან, რომ თავად ვყავართ ნანახი მე და ჩემი ტყუპისცალი ძმები. დავუნახივართ და წასულა იმქვეყნად. შეგვეხო თუ არა, ჩაგვეხუტა თუ არა, არავის ახსოვს!
მგონი, ვერ მოასწრო. ან კი რა უნდა მოესწრო 20 წლის გოგოს…
ოთხმა შვილმა გავაგრძელეთ იმ გაზაფხულიდან სხვა, მისთვის მოუსვლელი გაზაფხულებით ტკბობა და ხალისი.
ყველა გვეუბნება, რომ დედას ვგავართ. თუ გვეტყვიან, რომ ლამაზებიც ვართ, ამ სილამაზეს დედას ვუთვლით.
მაინტერესებს კი, როგორი იყო დედაჩემი…
სხვისი მონაყოლი კი არა, ჩემი თვალით დანახული მინდა!
ცოტა კი ვიცი, ვუყურებ ჩემს ძმებს…

მე არ მგონია, რომ დედას ვგავართ. დედა უფრო ლამაზი იყო, ვფიქრობ, მაგრამ ბებიაჩემს რომ ჩვენ სამის დანახვა თავის ქალიშვილს ახსენებს, ამას როგორ გავექცე?! რაც ვიცნობ, მას მერე სულ ცრემლებით აქვს თვალები სავსე, სასაცილო ამბებს რომ ყვება, მაშინაც ტირის!
გვიყურებს და ტირის…

ანზორ კაჭახიძე: "მე არ მგონია, რომ დედას ვგავართ. დედა უფრო ლამაზი იყო" - შვილის წერილი გარდაცვლილ დედასთითქმის 40 წელი გავიდა. რა გაუნელებს ტკივილს, რა დაავიწყებს, ყოველ ნახვაზე, ყოველ ჩასვლაზე ვახსენებთ მის შვილს უნებურად.
დღეს ჩემი მშობელი დედა იუბილარია. თითქმის სამოცი წლის გახდებოდა, მარად 20 წლის გოგონა…
ვერ მივულოცავ, ჯერ არ დამდგარა ჩემი დრო…
დედამისს მივულოცავ დედაჩემის დაბადების დღეს.
ჩავალ სოფელში და ის მეტყვის, რომ მისი მსხვერპლი ჩვენს სიცოცხლედ ღირდა”