გუშინ სალომე ასათიანმა ფეისბუქზე დაწერა:
”წელსაც მორიგე ვარ და ამ წუთებშიც ოფისში ვმუშაობ. და წელსაც ასე მოგილოცავდით ყველას, ვინც შობას ზეიმობთ. ჰოდა ამ შარშანდელ მესიჯს გიზიარებთ ![]()
აბა გილოცავთ ყველას, ვინც ზეიმობთ. მე სამსახურში ვარ მორიგე, ვერ ვზეიმობ ძალიანაც რომ მინდოდეს და თან რელიგიურ დღესასწაულებს დიდად ისედაც არ აღვნიშნავ ხოლმე, ერზაც-აგნოსტიკოსობის ამბავში. მაგრამ ეს ხელს არ მიშლის მხიბლავდეს გამოქვაბულში, ბაგაში დაბადებული პატარა ბიჭის ამბავი – ახლო აღმოსავლელი, ებრაელი ლტოლვილების ოჯახში, რომელიც როცა გაიზარდა ჯერ დურგალი გახდა და მერე უპირობო სიყვარულს, სამართლიანობას და ჩაგრულთა დაცვას ქადაგებდა. დროს უმეტესად ატარებდა დავიწყებულ, ღარიბ, უძალო ადამიანებთან, პატრიარქალურ გარემოში ღირსებით და პატივისცემით ეპყობოდა ქალებს – მათ შორის ისეთ ქალებს, რომლებსაც მთელი საზოგადოება დასცინოდა და ამცირებდა. ყველაზე მწვავე კონფრონტაციაში შედიოდა არა რიგით ადამიანებთან – თუნდაც “ცოდვილებთან” და „საეჭვო მორალის“ მქონეებთან – არამედ ორგანიზებული და ინსტიტუციური რელიგიის ლიდერებთან. და სოციალური სამართლიანობის პირველი დამცველი იყო. (მე ასე ვიცი, ყოველ შემთხვევაში. თუ რამე მეშლება, მორწმუნე ფრენდები შემისწორებენ, საორღანო მუსიკის კონცერტიდან როცა დაბრუნდებიან დღეს ღამით
) კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ხშირად გაგვახსენდეს ხოლმე – დღესაც, ნაძვის ხესთან მოკალათებულებს და ყოველთვის, როცა სიმდიდრეში და კორუფციაში ჩაფლული მორიგი ინსტიტუტი ან ფიგურა გამოვა და მისი სახელით მოგვიწოდებს იერარქიების გამყარებისკენ, ადამიანების ჩაგვრისკენ და ძალადობისკენაც კი. სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა. გილოცავთ კიდევ ერთხელ.”

