პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემაპოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა, – ამის შესახებ ინფორაციას ჟურნალი „ლიბერალი“ ავრცელებს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულს სხეულსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება .

არსებული ინფორმაციით, ზვიად რატიანს, რომელიც დიღმის სამმართველოში იმყოფება, სამართალდამცავები დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

მომხდართან დაკავშირებით, რატიანის მეგობარი, პოეტი შოთა იათაშვილი ფეისბუკში წერს

„ჩემთან იყო გუშინ. იკიც ამოვიდა ცოტა ხანი, მერე გიო ძამუკაშვილი და მაგის ბიჭი ამოვიდნენ ორი გიტარით და უკრავდნენ და მღეროდნენ. და რითი დამთავრებულა? ტანსაცმელზე აუხირდნენო, ეგეთი ხმა გამოდის, ბიჭო, წითელი კურტკა რატომ გაცვიაო. მეც წითელი კურტკა მაქვს, ისე. წინა დღეს ვხალისობდით მაგაზე.“

ცნობისთვის: ბოლო დღეებია, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციურ რეიდებს ატარებს.

ნიუპოსტი