ნანი ბრეგვაძე: “მიზერულ პენსიაზე ვცხოვრობ”

ნანი ბრეგვაძე: "მიზერულ პენსიაზე ვცხოვრობ"81 წლის მომღერალი ნანი ბრეგვაძე აცხადებს, რომ იძულებულია დახურულ კორპორაციულ ღონისძიებებში იმღეროს, რადგან მიზერულ პენსიას იღებს, რომელსაც სახელმწიფო უხდის. ამის შესახებ მომღერალმა StarHit -ის ჟურნალისტებს განუცხადა

ნანი ბრეგვაძე ქართული და საბჭოთა ესტრადის მეგავარსკვლავად მიიჩნევა. მოღვაწეობა 1959 წლიდან დაიწყო, როგორც საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტმა, 1964 წლიდან იგი “ორერას” სოლისტი გახდა, სადაც მთელს საბჭოთა კავშირში ცნობილი და პოპულარული გახდა.

80-იანი წლებიდან ნანი ბრეგვაძემ სოლო კარიერა დაიწყო, იგი რუსული და ბოშური რომანსების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელია. 2001 წელს მომღერლის სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა.

დღესღეობით 81 წლის მომღერალი მხოლოდ იმიტომ აგრძელებს გამოსვლებს დახურულ ღონისძიებებზე, რომ იარსებოს:

“საქართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ გამოსვლებით იარსებო – პატარა ქვეყანაა, ამიტომ ხშირად მივემგზავრები რუსეთში – ეს არის ჩემი ბიზნესი, მე ხომ პენსია საკმაოდ მოკრძალებული მაქვს-180 ლარი, იგივე აქვს ჩემი სადარბაზოს დამლაგებელს, ამიტომ სიამოვნებით ვთანხმდები კორპორატიულებს – იქ კარგ ფულს იხდიან” – აღიარა მომღერალმა.

ბრეგვაძის განცხადებით, ამ ბოლო პერიოდში არც თუ ხშირად იწვევენ, თუმცა აღნიშნა, რომ საბჭოთა არტისტები კვლავ მოთხოვნადია.

ალია.გე