მარტში ბათუმში მომხდარი არეულობის გამოძიებას ინგა გრიგოლია ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა:
“რა ვერ გავიგე ,იცით? წელი დამთავრდა და ბათუმის მარტის მოვლენებისას რა მოხდა,დღემდე ვერაფერი გავიგე.კი გვპირდებოდნენ,გამოვიძიებთ რაც მოხდაო ,მაგრამ ფაქტია,წლის შეჯამებას როცა ამზადებ,უცებ აღმოაჩენ,რომ არც არაფერია გამოძიებული((((( ვინმეს ჯერავს,რომ ირაკლი ჩხვირკია აწყობდა იმ ყველაფერს? მეტი ორგანიზატორი ვერ იპოვა ხო გამოძიებამ? ადამიანი დაპატიმრებული ჰყავთ სატელევიზიო კომენტარის გამო და ამ კომენტარშიც არანაირი დანაშაული არ გამოკვეთილა. მხოლოდ მოვლენები შეაფასა…წეღან ვსაუბრობდით წლის მოვლენებზე და უცებ გამახსენდა,რომ ყველაზე დიდ აბსურდად ჩხვირკიას პატიმრობა მეჩვენება ამ წელს,..ადამიანი თბილისში იყო ,როცა ის პროცესები დაიწყო და იქ თუ თანაზრახველები არ გამოკვეთილა,თბილისიდან რანაირად აწყობდა იქ არეულობას?!….და კიდევ ერთი,რატომ არავინ აპროტესტებს ამ ბიჭის ციხეში ჯდომას,მართლა ვერ ვხვდები. თუ საპატიმროდან ვინმეს გამოშვებას მოვაწერდი ხელს,ნაღდადაა ირაკლი ჩხვირკია.”

