“ღამის 9 საათზე მეტეხის ხიდთან ერთი ბოშა ფეხზე ეკიდა ტურისტს, მეორე კისერში ურტყამდა და მესამე ჯიბიდან ფულს აცლიდა”

"ღამის 9 საათზე მეტეხის ხიდთან ერთი ბოშა ფეხზე ეკიდა ტურისტს, მეორე კისერში ურტყამდა და მესამე ჯიბიდან ფულს აცლიდა"თბილისში ჩამოსული ბევრი ტურისტი აღშფოთებულია, – ამის შესახებ ფეისბუქზე გიორგი თორელი წერს და იქვე, აღნიშნავს, რომ აღშფოთების მიზეზი ძარცვაა.
„SOS!!!! ბოშები ძარცვავენ და ძალადობენ ტურისტებზე. ყოველდღე მიდის ძარცვა შარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე, თან აშკარა ფულის ამოცლა ჯიბიდან და ცემა ტურისტების. ბევრი ტურისტი აღშფოთებულია. მე შევესწარი ღამის 9 საათზე, მეტეხის ხიდთან – ერთი ფეხზე ეკიდა ტურისტს, მეორე კისერში ურტყავდა და მესამე ჯიბიდან აცლიდა და რომ არ გამევლო და არ გამეყარა ეს ბოშები, ტურისტი ცუდ დღეში იქნებოდა. ცუდი და საშინელი მდგომარეობა თბილისში!!! პატყრონი არ გვყავს!“ – წერს თორელი.

ნიუპოსტი