განო მელითაურს მოულოდნელად ფილტვების ანთება დაუდგინეს – „…არადა, იმდენი გეგმა დავაწყვე საახალწლოდ…“

განო მელითაურს მოულოდნელად ფილტვების ანთება დაუდგინეს - „...არადა, იმდენი გეგმა დავაწყვე საახალწლოდ...“განო მელითაური ახალ წელს ჯანმრთელობის პრობლემით ხვდება. როგორც საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, უცებ ანთება დაუდგინეს. ფიზიკურად მისუსტებულ დედას, შვილები ცუდად ყოფნის უფლებას არ აძლევენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაამხნევონ და გაამხიარულონ.

ამასთან დაკავშირებით, განო სტატუსს აქვეყნებს:
„მოკლედ, უცებ – ანთებაო, ამ თეთრხალათიანებმა.
…არადა, იმდენი გეგმა დავაწყვე საახალწლოდ…
არა უშავს… ათინათების მონდომება ყველაფერს მოერევა:
ცოტა დათრგუნული ბალიშს ვეხუტებოდი, როცა ტასო თვალებანთებული შემოვიდა საძინებელში და განძის საძიებლად გამიხმო…

განო მელითაურს მოულოდნელად ფილტვების ანთება დაუდგინეს - „...არადა, იმდენი გეგმა დავაწყვე საახალწლოდ...“სინდისმა მართალია არასახარბიელო ციფრები დაწერა და ყველა ატომი მტკივა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ხელჩაკიდებულებმა მისი გაკეთებული მინიშნებების ძიება დავიწყეთ… არ ვიცოდი წესები, არც განძის წარმომავლობა… ტუალეტის ჩათვლით ყველა ოთახის კედელზე თითო წარწერა ვიპოვნე… ყველას ვერ გაჩვენებთ, ვეღარ ავდგები, მაგრამ განძი რაც ვიპოვნე, ბოლოს ფოტოზე იხილავთ.
#ტასოჩემისიცოცხლე“

 

 

თეკლა ჟვანია, მშობლები.გე