ბაია პატარაია: ”მარიკა წივწივაძის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა შსს-საც დაეკისრა”

ბაია პატარაია: ”მარიკა წივწივაძის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა შსს-საც დაეკისრა”ცოტა ხნის წინ ბაია პატარაიამ ფეისბუქზე დაწერა:

”ძააააალიან მაგარი ამბავი!!!
შსს-ს სასამართლო მოვუგეთ ფემიციდის საქმეზე: მარიკა წივწივაძის (ილიუნის პროფესორი) მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც დაეკისრა. შსს-მ რომელმაც იცოდა, თუ რა ძალადობას ექვემდებარებოდა მარიკა, მაგრამ არაფერი გააკეთა მის დასაცავად, გამტყუნებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისათვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე.
სტრასბურგშიც გვაქვს ეს საქმე და იქაც მოვიგებთ, რადგან მარიკა წივწივაძე სახელმწიფოს სისტემური ხარვეზების მსხვერპლია. სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავს ქალებს, პასუხს აგებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სასამართლოს წინაშე!
პ.ს. მადლობა “საფარის” იურისტ Sopo Gogishviliს თავდაუზოგავი შრომისთვის და ბრწყინვალედ შესრულებული სამუშაოსთვის ბაია პატარაია: ”მარიკა წივწივაძის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა შსს-საც დაეკისრა”
პ.ს.ს. შსს-მ გავასაჩივრებო. აბა, თქვენ იცით... მაინც ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას!”