,,მიყვირა, რას მოაყვანინე თავი აქ სასწრაფოს, ოჯახის ექიმთან ვერ წაეთრეოდიო” – როგორ მოექცნენ თბილისის კლინიკაში ცნობილ პიანისტს

,,მიყვირა, რას მოაყვანინე თავი აქ სასწრაფოს, ოჯახის ექიმთან ვერ წაეთრეოდიო" - როგორ მოექცნენ თბილისის კლინიკაში ცნობილ პიანისტსცნობილი პიანისტი ქეთი ასათაშვილი-ვარდი, რომელიც სამი სვილის დედაა, სოციალურ ქსელში საშინელ ამბავზე წერს, რომელიც თბილისის კლინიკაში გადახდა თავს. პიანისტმა დაწერა:

,,გამოვიძახეთ სასწრაფო. მსუბუქად გაციებული ვარ, დაბალი სიცხეებით, მაგრამ საღამოს ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს, ძლიერი თავბრუს ხვევა მქონდა და თვალებში მიბნელდებოდა. სასწრაფომ მაინც საჭიროდ ჩათვალა, გადავეყვანე საავადმყოფოში.
რაც მე იქ ვნახე…

ექიმების მოპყრობა პაციენტებთან, როგორ მოგვმართავდნენ ან მათი ქცევა, ეს საშინელება იყო!

მართლა მინდოდა ვიდეოების გადაღება, რომ მერე ყველასთვის მეჩვენებინა, მაგრამ პატივი ვეცი სხვა ავადმყოფებს, მათ მდგომარეობას და, რა თქმა უნდა, თავი შევიკავე ამ მოქმედებისგან.

მიმიყვანეს თუ არა გადაუდებელში, ერთი გაბღენძილი, ქალა-ბიჭა ექიმი ეგრევე მიყვირის:

– ახლა რას მოაყვანინე აქ თავი სასწრაფოს, ჯერ ოჯახის ექიმთან ვერ წაეთრეოდიო?

ისედაც ფეხზე ძლივს ვიდექი, ვერ მივხვდი ეს ხუმრობა იყო ასეთი, თუ რას მერჩოდა.

ჩუმად უპასუხე, რომ სასწრაფოს დაჟინებით წამოვედი, რადგან სისუსტის მიზეზი ვერ გაარკვიეს ადგილზე.

ეს ქალბატონი არ ჩერდებოდა, ყველა პაციენტს მსგავს კომენტარებს უკეთებდა.. და ყოველ მის კომენტარს მისი ასევე ,,ზრდილობიანი” კოლეგები ხითხითითა და ხორხოცით ხვდებოდნენ!

მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ თურმე პაციენტს არ აქვს უფლება, ექიმს დაუსვას გარკვეული შეკითხვები!

ჩემ გვერდით გოგო იყო 24 წლის. მასაც ჩემნაირი მდგომარეობა ჰქონდა, იყო ძალიან შეშინებული და რამდენიმე კითხვა დაუსვა ექიმს.

თავიდან უყრუებდა ეს ექიმი, ვითომ არ ესმოდა, იჯდა კომპიუტერში, ხოლო შემდეგ ერთ კითხვაზე ცალყბად მიათხლიშა პასუხი! და კიდევ რომ ჰკითხა, საერთოდ დააიგნორა, ვითომც არავინ არაფერს ეკითხებოდა! მართლა სიზმარში მეგონა თავი..

რომ მოვიდა ჩემი ანალიზების პასუხი, ყველაფერი ნორმაში მქონდა, რენტგენის პასუხიც კარგი იყო, მომცა დანიშნულება.

რა თქმა უნდა, უბრალოდ შემომაჩეჩა ამ ექიმმა ფურცლები ხელში, არც ამიხსნა. ვიწყებ დანიშნულების კითხვას. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დამინიშნა ,,ტამიფლუ” და ასევე ანტიბიოტიკი ,,აუგმენტინი”.

მე როგორც ვიცი, ანტიბიოტიკის მიღება გრიპის დროს თუ რაიმე ანთებითი პროცესი არ არის, საერთოდ არ შეიძლება! ნუ სხვა გზა არ იყო, ვეკითხები, რის საფუძველზე მაქვს დანიშნული ,,ტამიფლუ” და ,,აუგმენტინი”.
ეგრევე გაცოფდა, შენ რაც გინდა, ის ჰქენი, არაფრის ახსნას არ ვაპირებო!

არ მიკითხავს უხეშად, უბრალოდ ხომ შეიძლებოდა ამ ,,ექიმს” აეხსნა, რის საფუძველზე გადაწყვიტა?

მერე წამომაძახა, ასეთები გავლენ აქედან და დაიწყებენ, არ დაუნიშნია ექიმმა არც ,,ტამიფლუ” და არც ანტიბიოტიკიო. შემოვიდა სხვა ქალი, უნდა გაგწეროთ, ოღონდ ორ გადასხმას გაიკეთებო.

დამიყენეს ,,რინგერი”, იცით, როგორი სისწრაფით! თვალი ძლივს ხედავდა, ისე მოჩქრიალებდა წვეთოვანი!

ვეკითხები, ასე სწრაფად რატომ არის, იქნებ დამირეგულიროთ-მეთქი.

აბა, რა გინდა, მთელი ორი საათი შენ გიყუროთ. ხომ გინდა დროზე სახლში წასვლა, შენ თვითონ არ გვითხარი, პატარა მყავს სახლშიო!

ხმაც ვერ ამოვიღე. ორივე გადასხმა უცებ ჩამთავრდა, ოღონდ იქიდან წამოვსულიყავი, საერთოდ აღარაფერი მანაღვლებდა!

ამ ყველაფერში ფულიც გადამახდევინეს! არ ვიცი, მე მეგონა, სახელმწიფო უზრუნველყოფდა ამ მომსახურებას, მაგრამ რაც კი ანგარიშზე გამაჩნდა თანხა, მომიხსნეს ბარათიდან!

მაიკი გარეთ მიცდიდა, ღამის პირველ საათზე ძლივს მოვაგროვეთ ორივემ ხურდებით სამი ლარი, რომ ტაქსით ამოვსულიყავით სახლში…

იცით, რა აღარ მიკვირს? რატომ იღუპება ჩვენს ქვეყანაში ამდენი ადამიანი! რატომ იგვიანებენ ექიმთან მისვლას და რატომ ვართ ასეთ დღეში! აღარაფერი მიკვირს!”.