ფიდელ კასტროს შვილმა თავი მოიკლა

ფიდელ კასტროს შვილმა თავი მოიკლაკუბის ყოფილი ლიდერის ფიდელ კასტროს შვილმა, 68 წლის მეცნიერმა ფიდელ (ფიდელიტო) ანხელ კასტრო დიას-ბალარტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სააგენტო Prensa Latina-ს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედიკოსები კასტროს მძიმე დეპრესიისგან კურნავდნენ. თავდაპირველად იგი ჰოსპიტალში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით დაკვირვების ამბულატორიულ რეჟიმზე იქნა გადაყვანილი.

კასტრომ სიკვდილამდე წერილი დატოვა, თუმცა მისი შინაარსი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

კასტრო უმცროსის დაკრძალვა ოჯახის გადაწყვეტილების მიხედვით მოხდება.