საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლმა, მსახიობმა გრიგოლ კოსტავამ მეუღლეს, მედეა ჯაფარიძეს ციხიდან წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, შენც რომ არ დაგიჭირონ, გათხოვდი, შენს თავს უპატრონეო. გრიგოლ კოსტავას ვაჟი, დავით კოსტავა ,,სარკესთან” იგონებს: -მამამაჩემის პირველი მეუღელე მედეა ჯაფარიძე არ ყოფილა, ის სულ სხვა ქალი იყო და შეუღლებიდან მალე გარდაიცვალა. სახლში გვაქვს მამაჩემის მიერ შესრულებული ძალიან ლამაზი ქალის ფერწერული პორტრეტი. […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
შოთა დიმიტრიშვილი: “დიდი ხანია, შეყვარებული არ მყოლია” – რა ხიბლავს ქალში 25 წლის სიმპათიურ ტელეწამყვანს
25 წლის შოთა დიმიტრიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემაში, “დილა მშვიდობისა, საქართველო”, ინტერნეტით გავრცელებულ ამბებს მიმოიხილავს. სანამ მაყურებელს სძინავს, ცდილობს, მსოფლიოს მასშტაბით იპოვოს საინტერესო და სახალისო ამბები, რომლებიც მაყურებელს კარგ განწყობას შეუქმნის. ცისფერთვალება, სიმპათიურ და მუდამ მომღიმარ ტელეწამყვანს შეყვარებული არ ჰყავს. თუ როგორ გოგონებს აქვთ შანსი მისი გულის დაპყრობის, ამაზე ქვემოთ. – შოთა, სანამ ტელეწამყვანი გახდებოდით, […]
ვანო პავლიაშვილი: “ჩემი მეუღლეც ჩემსავით გადარეული უნდა იყოს” – როგორ უტკბობდა ენას კახა თარგამაძე წვერიან კაცს
ვანო პავლიაშვილი 25 წელზე მეტია ჟურნალისტიკაში მუშაობს. ძირითადად ბეჭდურ მედიაში ბობოქრობდა, ტელეკომპანია “იბერიის” ხელახლა გახსნის შემდეგ კი არხზე რამდენიმე საავტორო გადაცემა მიჰყავდა – “ინტერვიუ ვანიჩკასთან”, “X-ზონა” და “პოლიტიკური ალგორითმი”. ტელეკომპანიის დახურვის მიუხედავად, გადაცემებზე წარსულ დროში არ საუბრობს, ფიქრობს, რომ ეს პროფესია ბრძოლაა და აგრძელებს ბრძოლას ეკრანზე დასაბრუნებლად. ინტერვიუ 2018 წლის შემოდგომაზეა ჩაწერილი. – ვანო, “იბერიაში” […]
“ორი მამაკაცი მიყვარდა და ორივე დავკარგე, ქმართან მოვალეობის გამო ვცხოვრობ”
არიან ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, რომლებიც მათი ბედის განმსაზღვრელია. შეიძლება თუ არა, გოგოს ერთდროულად უყვარდეს ორი ვაჟი და ვერც ერთს თმობდეს? ამის მაგალითი არა მხოლოდ ლიტერატურაში, ჩვენს რეალობაშიც არსებობს. სიყვარული ორი პიროვნების მიმართ განსხვავებულია – ერთი შეიძლება უფრო მგზნებარე იყოს, მეორე – მშვიდი, ერთს შეიძლება ინტერესი განაპირობებდეს, მეორეს – […]
ხატია ბრაჭული: “მეკითხებოდნენ, რამე დაავადება ხომ არ მჭირდა, ფეხმძიმედ ხომ არ ვიყავი და სხვა ათასგვარ სისულელეს”
მსახიობ ხატია ბრაჭულის კინოგმირში, თამუნაში, სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” დიდი გარდასახვა მოხდა. თამამი, გამომწვევი გოგონა მორჩილ, მიამიტ ქალად იქცა, რომელიც ბიზნესმენი ქმრის უინიციატივო დანამატია. ეს როლი ხატიასთვის იმით არის საინტერესო, რომ თვითონ აბსოლუტურად სხვანაირია, სულ სიახლეების, ახალ-ახალი შთაბეჭდილებების ძიებაშია. – კმაყოფილი ხართ ჩცდ-ში თქვენი ნამუშევრით? – რომ ვაკვირდები, ცუდი არ გამოვიდა და ამის თქმის საშუალებას […]
“ჩემი თვალით ვნახე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული” – 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა
ნანა ბერიაშვილი 8 წლის სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო, გორის მე-5 საჯარო სკოლის საუკეთესო მოსწავლე. 2018 წლის 25 ოქტომბერს ოჯახმა ცეკვაზე გაუშვა, სამწუხაროდ, უკანასკნელად. ბავშვი უკან ვეღარ დაბრუნდა. მეორე დღეს მშობლებს მისი ცხედარი მიუსვენეს. ბავშვის ნათესავები ყვებიან, რომ ნანა სახლიდან დღის 2 საათსა და 30 წუთზე გავიდა და 2 საათში შინ უნდა დაბრუნებულიყო. ბავშვი რომ აღარ […]
გიორგი მახარაძე პირად ცხოვრებაში ცვლილებებს გეგმავს – “მე და მარიამმა გადავწყვიტეთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ”
მსახიობი გიორგი მახარაძე 2018 წლის 30 სექტემბერს თურქეთში გამოკვლევაზე იყო წასული. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა 5 წელი ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. 2017 წლის ბოლოს ცხოვრებამ ის სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა. 28 წლის მსახიობს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ამან მისი მსოფლხედვა აბსოლუტურად შეცვალა, ყველაფერს სხვა თვალით შეხედა, ყველაფერზე სხვანაირად დაფიქრდა. ახლა შემართებით ელოდება ახალ […]
ეკა სამხარაძე: “30 წლის შემდეგ ვცდილობ, ჩემი ემოციურობა დავძლიო”
ტელეჟურნალისტ ეკა სამხარაძის სამუშაო დღე ბოლო 12 წელია დილის 5 საათზე იწყება. “დილა მშვიდობისა საქართველო” – ამ გადაცემის ყველაზე სტაჟიანი სახე ტელეწამყვანობაზე ნაკლებად ოცნებობდა. “კურიერის” ჟურნალისტი ამ პოზიციაზე შემთხვევით მოხვდა. მას შემდეგ კი მუდამ იმის ცდაშია, თავისი საქმე საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს. ეკა სამხარაძე: – 12 წელია დილა ჩემთვის 5 საათზე იწყება. ყველაზე მაგარი დრო […]
გიორგი ქორქია მეცხვარის ძაღლებმა ორჯერ დაგლიჯეს – ”ყველაზე მეტად ზღვის შიში მაქვს”
ყოველ სამშაბათს “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში “დილა მშვიდობისა, საქართველო” ჟურნალისტი გიორგი ქორქია წარმოგვიდგენს რუბრიკას “იმოგზაურე გიორგი ქორქიასთან ერთად”, სადაც საქართველოს ყველაზე ლამაზ, გამორჩეულ ადგილებს, უჩვეულო სოფლებს და ადამიანებს წარმოაჩენს. გიორგისთვის მოგზაურობა და ლაშქრობა უფრო ორგანულია, ვიდრე სტუდიაში მუშაობა. ცდილობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმოაჩინოს საინტერესო ადგილები და წარმოაჩინოს ამა თუ იმ სოფლის მკვიდრნი, რომლებიც საშვილიშვილო საქმეს […]
ლუბა ელიაშვილი: ”ჩემს პარალიზებულ ხელ-ფეხს გაუმჯობესება დიდად არ ეტყობა”
2018 წლის შემოდგომაზე ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ისევ სამსახურის გარეშე დარჩა, ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა უკვე მეორედ იძულებით შეაჩერა. პირველად არხი 2003 წელს დაიხურა. მაშინ ქალბატონი ლუბა “იბერიაში” საინფორმაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა, ბოლო დროს კი ამავე ტელეკომპანიაში გადაცემა “დიალოგი” მიჰყავდა. ამჟამად გაურკვეველ მდგომარეობაშია, არ იცის, ეკრანს დაუბრუნდება თუ არა. სამაგიეროდ სხვა გეგმები აქვს, რომლებიც ჩვენც გაგვიმხილა. ინტერვიუ […]










