კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

ნატუკა გულისაშვილი: “მეგობრები მეხუმრებიან, პირადი ვერ აიწყვე და ძაღლების ამარა დარჩიო”

ხათუნა მაღრაძე, სარკე მსახიობი ნატუკა გულისაშვილი არასოდეს ჩერდება, ახალ-ახალ საქმეებს ეძებს, პოულობს და სწავლობს. ერთი პერიოდი კულინარიით სერიოზულად იყო გატაცებული და ტელეეკრანზე კერძებს პირდაპირ ეთერში ამზადებდა. რამდენიმე ხნის წინ კი კინოლოგიით დაინტერესდა და საფუძვლიანად შეისწავლა. ახლა უკვე შეუძლია, თავის ოთხფეხა მეგობრებს ყველანაირი დახმარება გაუწიოს და მეგობრებიც რჩევებით მოამარაგოს. ნატუკას ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა – ძალიან […]

ირინა ონაშვილი: “არ მეგონა, სერიალში თამაში ასეთი რთული თუ იქნებოდა”

ავთო ჩიტიძე, სარკე ყოფილმა მოდელმა, ირინა ონაშვილმა, ოცნება აისრულა და თავის საყვარელ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ეპიზოდური, მაგრამ საკმაოდ საინტერესო როლი ითამაშა. მისი პერსონაჟის მთავარი დავალება მექალთანე ცოტნე ცოტაშვილის ცდუნება და მისგან ინფორმაციის მიღება იყო. ამ გმირზე მუშაობისას იყო დეტალები, რომელთა შესრულებაზეც ირინამ უარი თქვა, მაგრამ მსახიობის ამპლუა ისე მოეწონა, რომ სხვა წინადადებებს მომავალშიც სიამოვნებით […]

ანკა ვასაძე: “ჭორი გავრცელდა, რომ ბაია დვალიშვილის შვილი ვარ და ვმალავთ”

რუსუდან ადვაძე, სარკე მსახიობი ანკა ვასაძე ვარსკვლავის სტატუსით გამოჩნდა პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” და გაიმარჯვა კიდეც. ანკამ და მისმა პარტნიორმა, მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილმა, მთელი სეზონი ისე ჩაამთავრეს, რომ აუტსაიდერებს შორის ერთხელაც არ მდგარან. ჟიურისა და მაყურებლის რჩეულ წყვილს ეს გამარჯვება უდიდესი შრომის ფასად დაუჯდა. ანკა ვასაძე დიდი ქართველი მსახიობების, აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის, შთამომავალია. მარინე […]

ინდირა ჯგერნაია: ”ქუთაისში სტუდია მაქვს, სამსახური, ჩემებთან ვარ და რა მინდა თბილისში?!”

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე ქუთაისელ მომღერალ ინდირა ჯგერნაიას შემოქმედებაში აქტიური  პერიოდია. საკუთარი სიმღერებისთვის ტექსტებსაც თავად წერს და მუსიკასაც, რეპერტუარს აახლებს და კლიპების გადაღებაზე ფიქრობს. უნდა, რომ 2020 წელი მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს და “ევროვიზიაზე” გასასვლელი “ბილეთიც” მიიღოს. ამისთვის კი ისევ კონკურსანტობას აპირებს, ამჯერად პროექტ “საქართველოს ვარსკვლავში”. ინდირას პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მინავლდა, დიდი ხანია აღარც […]

“ჯეობარით მოპოვებული პოპულარობა ვერ გამოვიყენე” – ჩელე ეკრანს დაუბრუნდა

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე ჩელე – ამ სახელით გაიცნო მსახიობი დავით გელაძე მაყურებელმა რეალითი შოუ “ჯეობარიდან”. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა ეკრანს, ამჯერად ტელეკომპანია “პოსტივიზე”, სადაც შუადღის გადაცემა მიჰყავს. პირდაპირი ეთერის რეჟიმს გადაეჩვია, მაგრამ ახლა ენერგიას იკრებს და ისევ ფორმაში დგება. დავითის ცხოვრებაში სხვა სიახლეებიცაა, რომლებზეც ის “სარკესთან” საუბრობს. – დავით, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე […]

რისი გახსენება აღარ სურს მარი არღუთაშვილს – “შეყვარებული ვყოფილვარ და იმ ემოციების გადმოცემა შეუძლებელია”

რუსუდან ადვაძე, სარკე გორელი მსახიობი, მარი არღუთაშვილი, რომელიც სერიალ “იდეალურ დედაში” მრავალშვილიანი დედის, ნათიას, როლს ასრულებს, თავადაც ბევრ შვილზე ოცნებობს და უნდა, რამდენჯერმე ტყუპი ბავშვებიც კი გააჩინოს. მარი ფართო საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებით გაიცნო, როცა მომღერალ გოგიტა გოგიძის სიმღერაზე “არ წახვიდე, არ დამტოვო” პაროდიას აკეთებდა. “მეგობრებო, როგორ ხააართ?” – ამ ფრაზამ დიდი ფურორი და […]

”ისე ლამაზად ყვაოდნენ, გაგიჟდებოდი!” – წყალტუბოელმა ნუნუ ქუთათელაძემ იანვარში ტყემლისა და ტყუპალას მოსავალი აიღო

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე “გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, იანვარში მოსავალი ავიღე”, – დაწერა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში მცხოვრებმა ნუნუ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში და ტექსტს დამადასტურებული ფოტოებიც დაურთო. ტყემლისა და ტყუპალას ხეებს დეკემბრის თბილ ამინდებში დრო ფუჭად არ დაუკარგავთ, მცენარეების მოყვარულ ოჯახს საახალწლო სიურპრიზი გაუკეთეს და ზამთრის დესერტი მიართვეს. სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, […]

რამაზ ნოზაძე: “ხატულიკამ სხვა სიყვარული დამანახა”

ლელა დევდარიანი, სარკე რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა როცა ერთმანეთს შეხვდნენ, ორივენი პოპულარულები იყვნენ. რამაზი მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობაში, არაერთი სპორტული ტიტული აქვს, ხატია კი ტელე და რადიოწამყვანი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ საქმიანობა აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროებში განაგრძეს, მაგრამ დღემდე პოპულარული წყვილია. მათი ოჯახური ცხოვრება კი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. სამი გოგონას – გაბრიელას, ოლღას და ევანგელინას – […]

გულნარა წიკლაურმა თავის გადასარჩენად ღილაკზე თითის დაჭერა ვერ მოასწრო – ნიუ იორკში გარდაცვლილი ქართველი მხატვრის  ბედისწერა

რუსუდან ადვაძე, სარკე იანვრის დასაწყისში ნიუ იორკში ქართველი მხატვარი, 65 წლის გულნარა წიკლაური, გარდაიცვალა. ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ სახლში, საკუთარ ლოგინში მკვდარი იპოვეს. ერთდროულად განვითარებული ინფარქტი და ინსულტი – ასეთია ამერიკელი ექიმების დასკვნა გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გულნარა წიკლაური ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. ამ ქალაქში ყველა იცნობდა, როგორც ერთ-ერთ აქტიურ და განათლებულ ადამიანს. ამერიკაში წასვლამდე ქუთაისის საჯარო […]

ანა კოშაძე ქმარ-შვილს დილით სახლიდან ეპარება – ”სახლში უჟმური და უხასიათო ვარ”

ავთო ჩიტიძე, სარკე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემას ახალი წლის დღეებში ახალი წამყვანი შეუერთდა – ყოფილი მოდელი ანა კოშაძე. ის სინჯებიდან მეორე დღესვე პირდაპირ ეთერში შეუშვეს და დაკისრებულ ამოცანას მშვენივრად გაართვა თავი. ანასთვის ეკრანზე მუშაობა დიდი ხნის ოცნება იყო. ეს ამპლუა იმდენად მოსწონს, რომ არც დილის 5 საათზე ადგომა აშინებს და არც ის გარემოება, რომ […]