სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობმა, ბუბა მირცხულავამ საყვარელ გოგონაზე, სოფო ანდღულაძეზე, იქორწინა. მსახიობი “სარკეს” ესაუბრა. – ბუბა, გილოცავთ გაბედნიერებას. თამამი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით ცხოვრებაში. ეტყობა, თავდაჯერებული ხართ. – ვფიქრობ, რომ არამარტო მე, არამედ ის ადამიანიც და ზოგადად ჩვენი ურთიერთობაც მზად იყო იმისთვის, რომ ოჯახი შეგვექმნა. სოფო არის ის, ვისთან ერთადაც მინდა, მთელი ცხოვრება გავატარო. […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
“მგონია, რომ გოცირიძეებიდან დასასვენებლად წავედი და უკან უნდა დავბრუნდე” – ანა ტყებუჩავა ჩცდ-დან ზარს ელოდება
მსახიობ ანა ტყებუჩავას “ჩემი ცოლის დაქალებიდან” დიდი შესვენება აქვს. გოცირიძეების ოჯახისგან და ნინას პერსონაჟისგან გამოთავისუფლებულ მთელ დროს საკუთარ ოჯახს და საკუთარ თავს უთმობს. – ანა, “ჩემი ცოლის დაქალები” ჯერ არ დაწყებულა და დიდი დასვენება გამოგივიდათ. – მართლაც დიდი დასვენება გამომივიდა და ბევრი დრო დავუთმე საკუთარ თავს. ჩემს ცხოვრებაში გამოთავისუფლდა დრო ძილისა და სიმშვიდისათვის. იმედიანად ვუყურებ […]
თეა გოგოტიშვილი: ,,კაცებიც გულწრფელად ინანიებენ ოჯახურ ღალატს”
ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი: -ქრისტიანობა ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარუფლებიანობას ქადაგებს, სწორედ ქრისტიანობაზეა დაფუძნებული ევროპული ღირებულებები. ოჯახი ყველა კულტურულ ერში მაღალი ფასეულობაა. – და მაინც, თუ მამაკაცი ვერ ახერხებს ინსტინქტებზე მაღლა დგომას და ერთგულების შენარჩუნებას, რა შეიძლება ქალმა გააკეთოს ოჯახური ურთიერთობის გადასარჩენად? – ზოგ შემთხვევაში არა მარტო ქალები, მამაკაცებიც ვერ ამბობენ ხელაღებით უარს ოჯახურ ურთიერთობაზე. ხშირად […]
ასმათ ტყაბლაძე: ,,გამორიცხულია, ცოლისთვის, რამე დაეშავებინა, რა მოხდა იმ დღეს, არავინ იცის”
მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გია ფერაძის და ირინა მიქაუტაძის ტრაგიკულ სიყვარულზე: – ირინაც გიჟდებოდა გიაზე და გიაც – მასზე. რა მოხდა იმ დღეს, არავინ იცის. მათი ურთიერთობა ულამაზესი იყო. ერთად ისე ლამაზად ცეკვავდნენ… მწყერჩიტასავით საყვარელი გოგო იყო ირინა. მერე ირინას საოცარი ლექსი მიუძღვნა… გია ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს, კაცი ნაცემიც კი არ ჰყავდა, არავისთან უჩხუბია. თითქმის […]
“ჩემი სიცოცხლის შეწყვეტას რამდენიმე წუთიღა აკლდა” – გოგი წულაია ცოლმა გადაარჩინა
პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია 2020 წლის ოქტომბერში გულის მძიმე შეტევით კლინიკაში მოხვდა და ოპერაცია დასჭირდა. მედიკოსებმა დროული ჩარევის შედეგად გოგი წულაიას სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ბატონმა გოგიმ “სარკეს” გადატანილი რთული პერიოდის შესახებ უამბო: – გადავიტანე ინფარქტი, წამებში გადამარჩინეს. შემდეგ საჭირო აღმოჩნდა შუნტირება, ოთხივე სისხლძარღვი გამომიცვალეს. – ის საღამო გაიხსენეთ, როდესაც ცუდად გახდით. – გამთენიის ხანი […]
“შეყვარებული ეკლესიურობის გამო დამიწუნეს და უცოლო დამტოვეს”
ჩვენი რესპონდენტი, 50 წელს გადაცილებული მარტოხელა მამაკაცი, ანდრო, ათეისტურ ოჯახში გაიზარდა: – ჩემი ბებია-ბაბუა კომუნისტები იყვნენ. დედაც კომკავშირის განხრით მუშაობდა. მამა თანამდებობის პირი მყავდა, რელიგიურობა რომ შეენიშნათ მისთვის, სამსახურს დაატოვებინებდნენ. ჩემი ოჯახის წევრებს ეს საფრთხე არ ელოდათ, ვინაიდან ურწმუნოები იყვნენ. უფრო მეტიც, ღმერთსაც გმობდნენ და მის მიმდევრებსაც. სტუდენტობისას ერთი გოგონა მომეწონა, მარინე. რაიონიდან იყო, თბილისში ქირით […]
გიორგი სუხიტაშვილი: “საზმაუს სასამართლოს აუცილებლად მოვუგებ!”
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო, 2020 წლის ზაფხულში კი მოულოდნელად დაითხოვეს. გიორგიმ დავა სასამართლოში გააგრძელა. ფაქტობრივად უმუშევრად დარჩენილი მომღერალი “სარკესთან” ამბობს, რომ შემოსავლით ბანკის ვალს ძლივს ფარავს. – რატომ დატოვეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი? – გათავისუფლება ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა და ახლა სასამართლო დავა მაქვს. შტატიანი თანამშრომელი ვიყავი და დაუსაბუთებლად, ჩემთან შეთანხმების გარეშე […]
“მაზლის ცოლი მეუბნება, სახე დაგიჭკნაო”
ბოროტ ადამიანებს რა გამოლევს დედამიწაზე, ჰოდა, ჩემი მაზლის ცოლიც ერთ-ერთი მათგანია. ვითომ სათნო ღიმილის უკან დიდ ბოროტებას მალავს. ყოველთვის ვცდილობდი, განზე ვმდგარიყავი. არასოდეს მაინტერესებდა მისი ცხოვრება, გარდერობი, კოსმეტიკა. რაც მქონდა, ყველაფერი მაკმაყოფილებდა, მისი რაღაცებისკენ თვალი არასოდეს წამგორებია. პედაგოგი ვარ. ჩემს ხელში ბევრმა მოსწავლემ გამოიარა. ბავშვებს სახლშიც ვამზადებდი, დარჩენილ დროს ქმარსა და შვილებს ვუთმობდი, სხვა რაღაცებისთვის […]
თამუნა ნიკოლაძე: “საყვარელი ადამიანი როცა მიუღებელ საქციელს ჩაიდენს, მას უნდა შეელიო”
მსახიობი თამუნა ნიკოლაძე ჟურნალ ,,სარკეს” ესაუბრა. – ახალ სახლში გადახვედით. როგორია მარტო ცხოვრება და როგორ ახერხებთ მსახიობის არცთუ დიდი შემოსავლის განაწილებას? – 2 წლის წინ მშობლებმა ჩემთვის იყიდეს ბინა თბილისში, ჩემს საყვარელ აღმაშენებელზე, გამირემონტეს და მაჩუქეს. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როცა საკუთარ სახლში შენ ხარ დიასახლისი. ძალიან მოწესრიგებული და გეგმაზომიერი ვარ, ჩემს ფინანსებს ისე ვანაწილებ, ყველაფერში მყოფნის. […]
“რძლებს ერთნაირი ქოშები ვუყიდე, ოღონდ სხვადასხვა ფერის, იქ ამბავი ატყდა…””
ორი ბიჭი მყავს და, შესაბამისად, ორი რძალი. ჯერ უფროსი ბიჭი დაქორწინდა. ორი შვილიშვილი შეგვეძინა და სახლში სივიწროვე შეიქმნა. უმცროს ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და ძალიან წუხდა, რომ ცოლად ვერ მოჰყავდა. მე და ჩემმა ქმარმა ვუთხარით, რომ ის გოგო თუ ამ პირობებს შეეგუებოდა, ცოლად მოეყვანა. იქორწინეს. მე და ჩემმა ქმარმა საძინებელი დავუთმეთ და ლოჯიაში, ერთ კუთხეში გავიშალეთ საწოლი. […]











