“რძლებს ერთნაირი ქოშები ვუყიდე, ოღონდ სხვადასხვა ფერის, იქ ამბავი ატყდა…””

"რძლებს ერთნაირი ქოშები ვუყიდე, ოღონდ სხვადასხვა ფერის, იქ ამბავი ატყდა...""ორი ბიჭი მყავს და, შესაბამისად, ორი რძალი.

ჯერ უფროსი ბიჭი დაქორწინდა. ორი შვილიშვილი შეგვეძინა და სახლში სივიწროვე შეიქმნა. უმცროს ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და ძალიან წუხდა, რომ ცოლად ვერ მოჰყავდა. მე და ჩემმა ქმარმა ვუთხარით, რომ ის გოგო თუ ამ პირობებს შეეგუებოდა, ცოლად მოეყვანა. იქორწინეს. მე და ჩემმა ქმარმა საძინებელი დავუთმეთ და ლოჯიაში, ერთ კუთხეში გავიშალეთ საწოლი.

მალე რძლებმა კინკლაობა დაიწყეს. უმცროსი რძალი რომ დაორსულდა, უფროსმა რძალმაც გამოგვიცხადა, მესამე შვილი უნდა გავაჩინოო. მანამდე ამბობდა, მეტი შვილი აღარ მინდაო, მაგრამ რძლის ჯიბრით მასაც მოუნდა. უმცროსმა რომ იმშობიარა, სამი თვის მერე უფროსმაც გააჩინა. შვილიშვილებზე რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ ღვთის საჩუქრები არიან, მაგრამ რძლებმა ეს სიხარული არ შემარგეს. ისეთ რაღაცებს უკეთებდნენ ერთმანეთს, გაოცებისგან ხმას ვერ ვიღებდი.

დღემდე ასე გრძელდება. ნიჟარაში თეფშებს არჩევენ. თავიანთი ქმარ-შვილისას დარეცხავენ და სხვებს დატოვებენ. სულ ვცდილობ, ძირითადი საქმე მე გავაკეთო, რომ მერე ერთმანეთი არ წყევლონ, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. მეც ადამიანი ვარ და უზომოდ ვიღლები.

ამას წინათ ერთნაირი ქოშები ვუყიდე, ოღონდ სხვადასხვა ფერის. ერთ რძალს ცისფერი თვალები აქვს და მისთვის ლურჯი შევარჩიე. სახლში რომ მოვიტანე, იქ ამბავი ატყდა, მტრისას. მეორე რძალსაც ზუსტად ის ფერი მოეწონა და ხელი დასტაცა, ამის გამო მეორე გაიბუტა და თავისი ქოშიც მე მომიგდო.

კი, მესმის, სამი ოჯახი ვცხოვრობთ ერთად და ეს არ არის მარტივი, მაგრამ ხომ იცოდნენ, რომ ერთადერთი სახლი გვებადა და ცოლად რაღატომ მოჰყვებოდნენ?!

ჩემი ქმარი უკვე წკიპზეა, მე ვაკავებ, რომ სახლიდან არ გაყაროს ყველა, მაგრამ ისე იქცევიან, სწორედ ეგ მოუწევთ და მერე სადაც უნდათ, იქ იცხოვრონ!

სარკის ერთგული მკითხველი