თეა გოგოტიშვილი: ,,კაცებიც გულწრფელად ინანიებენ ოჯახურ ღალატს”

თეა გოგოტიშვილი: ,,კაცებიც გულწრფელად ინანიებენ ოჯახურ ღალატს"ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი:

-ქრისტიანობა ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარუფლებიანობას ქადაგებს, სწორედ ქრისტიანობაზეა დაფუძნებული ევროპული ღირებულებები. ოჯახი ყველა კულტურულ ერში მაღალი ფასეულობაა.

– და მაინც, თუ მამაკაცი ვერ ახერხებს ინსტინქტებზე მაღლა დგომას და ერთგულების შენარჩუნებას, რა შეიძლება ქალმა გააკეთოს ოჯახური ურთიერთობის გადასარჩენად?

– ზოგ შემთხვევაში არა მარტო ქალები, მამაკაცებიც ვერ ამბობენ ხელაღებით უარს ოჯახურ ურთიერთობაზე. ხშირად ღალატი გარდამავალია. რაღაც დროის შემდეგ ადამიანები გულწრფელად ინანიებენ ოჯახურ ღალატს, შეცდომად თვლიან.

ადამიანს მართებს, ერთი მხრივ, გონიერება და, მეორე მხრივ, სულგრძელობა, შემწყნარებლობა. თუ მას ბუნებრივად ახასიათებს შემწყნარებლობა, ტოლერანტობა, უფრო ადვილად მიუტევებს მეუღლეს, ხოლო თუ წყვილთაგან ერთ-ერთს აღარ უყვარს მეორე, ამ შემთხვევაში ვერანაირი გონიერება როლს ვერ ითამაშებს.

არასწორია ვთქვათ, რომ ქალს მეტი მართებს, ვიდრე მამაკაცს. ოჯახი არის ერთობა, რომელიც ორი ნაწილის ერთ მთლიანობას წარმოადგენს და რომელიმეს თუ მოსდის შეცდომა, ის აღიარებს ამას და ორივეს აქვს სურვილი, ოჯახი გადარჩეს, არ ემეტებათ ერთმანეთი შეცდომის გამო გასაწირად – მაშინ საღი აზრი, გონიერება და შემწყნარებლობა არის ფასეულობები, რომლებიც ოჯახს გადაარჩენს (გააგრძელეთ კითხვა).

სარკე