ტელეკომპანია ,,პირველის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წერს: ,,ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი. უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება”.
კატეგორია: სოციალური მედია
ლუკა კურტანიძე ცოლს: ,,ცამდე მიყვარხარ, ჩემო უფლის ულამაზესო წყალობავ, ათასჯერ მოვიყრი მუხლს და თვალცრემლიანი გეტყვი: ,,მაპატიე…”
მსოფლიო ჩემპიონმა ჭიდაობაში, ლუკა კურტანიძემ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს დაბადების დღე ემოციური პოსტით მიულოცა. ,,აი, ამ ადამიანმა 8 წლის წინ ცხოვრების გზაზე წაქცეულს, უამრავ ბრძოლაგამოვლილს და დაღლილს ტკივილებით, ჩამკიდა თავისი სუფთა ხელი და უსასრულო სიყვარულით იტვირთა ჩემი ცოდვილი სიცოცხლე! ამ ულამაზესი სიყვარულით, რომელიც სიტყვით არ და ვერ გადმოიცემა, მომცა უმთავრესი სიცოცხლის სურვილი და ამასთანავე – მსოფლიო […]
ნინი ბადურაშვილი კახა კალაძის წინააღმდეგ: “ეს არის კოშმარი, ვაკეში ჯოჯოხეთი ტრიალებს… “
მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერიას მიმართავს. “ვაკის, კერძოდ ჭავჭავაძის გალამაზება, შეკეთება ძალიან მისასალმებელი ფაქტია, უდაოდ დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია! ეს კარგი მხარე, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს! ახლა მეორე პრობლემურ მხარეს უნდა შევეხო! მე ვცხოვრობ ყიფშიძის ქუჩაზე, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ იძულებული ვარ ბინა გავყიდო და გადავიდე სხვა ტერიტორიაზე, რადგან […]
გურამ შეროზიამ წამწამების ლამინირება გაიკეთა – ,,ენა ჩაიგდეთ”
ბლოგერი გურამ შეროზია ახალ ექსპერიმენტზე ფეისბუქში წერს: ,,ესე იგი, ახალი ექსპერიმენტის დროა, სალონში ვიყავი თმაზე და შენიშნეს, რომ გრძელი წამწამები მაქვს, უბრალოდ მესამედი არის უფერული. მერე რაღაც პროცედურა შემომთავაზეს, ლამინირება ჰქვია (ადრე მხოლოდ იატაკის ლამინირება ვიცოდი). ჰოდა, შეადარეთ აბა, თქვენც – ,,დო ი პოსლე” (მანამდე და შემედეგ), კაია? ანუ ზემოთაა ,,აზიდული” და სრული რაკურსით ჩანს, […]
,,ნახვამდის, ბატონო პოლკოვნიკო” – ნიკოლოზ ნემსიწვერიძე ემიგრაციაში გარდაიცვალა
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ემიგაციაში გარდაცვლილ ქართველ პოლკოვნიკს, ნიკოლოზ (ნუკრი) ნემსიწვერიძეს დაემშვიდობნენ. ,,წავიდა ნიკა… გუშინ გამოვემშვიდობეთ უკანასკნელად. ძალიან ძნელია, ძალიან. ნახვამდის, ბატონო პოლკოვნიკო. საქართველომ კიდევ ერთი საუკეთესო შვილი დაკარგა… დაკარგა სამშობლოდან ათასობთ კილომეტრის დაშორებით. ადამიანი, რომელიც 23 წელიწადი ღირსებით და თავგანწირვით ემსახურა სამშობლოს, საბოლოოდ მსგავსად ბევრი ჩვენი თანამემამულისა, აღმოჩნდა ემიგრაციაში… ქვეყანა რომელიც არ აფასებს საკუთარ […]
ხათუნა ხოფერია: ,,გმირი” ვაჟა ექიმის სახელი უკანალზე ,,ნაკოლკით” გქონდათ წაწერილი და ირმამ რა დააშავა?!”
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ირმა ინაშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ფეისბუქით ეხმაურება და წერს: ,,ხომ კარგად ხართ?!.. ისეთი არაადეკვატური შეტევა ხორციელდება ირმა ინაშვილზე, იმდენი მოულოდნელი და უსაფუძვლო ბრალდება ისმის, იმდენად დაუნდობელი, დაუნახავი, უღირსი საქციელის მოწმენი გავხდით, რომ სხვა კითხვა არ მიჩნდება! -ხომ კარგად ხართ?.. არ მივედ-მოვედები ,,ფული სადან” თემას, არც ,,პატრიოტი რატომ დაირქვი” კითხვას… ხატის, […]
ზურა შევარდნაძე: ,,ახლობელმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა”
ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე თავის გულისტკივილზე სოციალურ ქსელშუ წერს, რომ ახლობელმა ადამიანმა უღალატა. ,,ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე, ვერ დავიძინე. კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ. მაშინ ოცი წლის ვიყავი, ახლა ორმოცის ვარ, ამ ოცი წლის მანძილზე ბევრი შემეშალა ალბათ მაგრამ ღალატით, ღმერთია მოწამე […]
,,არასოდეს დაგივიწყებთ” – გიდი, რომელიც შატილის ტურს ხელმძღვანელობდა, დაიღუპა
საქართველო ხევსურეთში დაღუპულ 17 ადამიანს გლოვობს, 3 კი მძიმე მდგომარეობაშია. დაღუპულთა შირის არის გიდი სერგო გორლიუკოვი. მის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ. სერგო გორლიუკოვი ტურებს აწყობდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მუშაობდა კომპანია თრეველ.ჯი-ში მუშაობდა. ,,როგორ უნდა ვილაპარაკო სერგოზე წარსულში და როგორ შევეგუო ამ ფაქტს, ადამიანი, რომელიც უამრავი მოგონების ავტორია თითოეული ჩვენგანისთვის. მშვიდად განისვენე, სერგო…” ,,ღმერთო, როგორ […]
ნანიკო ხაზარაძე: ,,მამა პანსიონატში მივიყვანე, ძალიან ნუ გადამირბენთ”
ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ფეისბუქში თავის დიდ ტკივილზე დაწერა, მამაზე, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს. „ვისაც ჩემზე უფრო გიყვართ მამაჩემი, გელოდებით ყიფშიძის 16 ნომერში. თქვენ გექნებათ იზოლირებული ოთახი და ტელევიზორი, კვება თავისთავად. მამას ალცჰაიმერი აქვს. ალცჰაიმერი არის თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ვისაც შეხება არ ჰქონია ამ დიაგნოზთან, რთულად გაიგებს მის ხასიათს, რომელიც […]
მამა იოანე: ,,შვილებო, დედებს ემიგრანტებად ნუ უშვებთ, ვერ უძლებენ აქაურ ურთულეს სამუშაოს, გული მეწვის”
იტალიაში, რომში მოღვაწე არქიმანდრიტი, იოანე ხელაია სოციალურ ქსელით ემიგრანტების შვილებს მიმართავს: ,,შვილებო, ძმებო და დებო, არც ვიცი, როგორ მოგმართოთ, გთხოვოთ, თუ როგორ მოგაწვდინოთ ხმა?! კვირა არ გავა, რომ არ დამირეკონ საავადმყოფოდან. ერთი ქალაქის საავადმყოფოდან მეორე ქალაქის საავადმყოფოში მიწევს სიარული და გული მეწვის. ვერ უძლებენ ჩვენი ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს, გინდ ფიზიკურად, გინდ მორალურად. მოხუცის […]










