საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში, მინდელის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. “ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, […]
კატეგორია: შემთხვევა
ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა
ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, 3 კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ტყიბულში, შემთხვევის ადგილიდან, ცხედრების გამოსაყვანად მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის […]
,,ქალიშვილი განუწყვეტლივ მირეკავდა, მე ვუყვიროდი ტელეფონში, რომ ეცადა დარბაზიდან გამოსვლა” – რას ყვება მამა, რომელსაც სამი შვილი ცეცხლში დაეწვა
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრის დარბაზში ალექსანდრეს სამი ქალიშვილი ცოცხლად დაიწვა. ტყუპები 11-ის, ხოლო უმცროსი – 5 წლის იყვნენ. როგორც ის ყვება, კვირას ქალიშვილები სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე მდებარე კინოთეატრში მიიყვანა, უყიდა მათ ბილეთი მულტფილმ “შერლოკ გნომსის” სეანსზე, თითოეულს ასევე უყიდა პოპკორნი, მიაცილა დარბაზამდე და ჩავიდა პირველ სართულზე, რათა სეანსის დასრულებას დალოდებოდა. სეანსი 14:40-ზე დაიწყო, საათნახევრის შემდეგ […]
ტატიანა დარსალიას შვილი: ,,დედამ საკუთარ სიცოცხლეზე წინ ბავშვები დააყენა, მას სხვაგვარად მოქცევა არც შეეძლო”
კემეროვოს ხანძრისას დაღუპული მასწავლებლის, ტატიანა დარსალიას ქალიშვილი, ელეონორა დარსალია სოციალურ ქსელში წერს: „მე ელეონორა დარსალია ვარ, ტატიანას ქალიშვილი. ვპასუხობ მათ, ვინც ჩვენ გვერდით დგას მწუხარების ჟამს. ბოდიში, თუ ყველას სათითაოდ ვერ გწერთ. ჩვენ ის სამუდამოდ გვემახსოვრება და გვეყვარება, დედა იყო და დარჩება საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს მას დაემართა, თუმცა ვამაყობ, […]
ვლადიმირ ჩერნოვი: ,,ისმის მთავარი კითხვა: რატომ აღმოჩნდა კინოდარბაზის კარი ჩაკეტილი?” – კემეროვოს ტრაგედია და ტატიანა დარსალიას გმირობა
რუსეთში, კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული წარმომავლობის პედაგოგი, ტატიანა დარსალიაა. ის კემეროვოს მე-17 გიმნაზიაში ინგლისურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა, იმავე გიმნაზიაში სწავლობდა მისი შვილი, ელია. ტატიანა 37 წლის იყო. კვირას ტატიანა 14 წლის შვილთან, ელიასთან ერთად სავაჭრო ცენტრში წავიდა. მოსწავლეები ყვებიან, რომ, როდესაც პანიკა დაიწყო, ტატიანამ შვილი შენობიდან გარეთ გააგდო. როგორც […]
შუახევში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს ეძებენ
შუახევში, სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს ეძებენ. შუახევის მერის მოადგილის, ომარ ტაკიძის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დღის 5 საათიდან დაიწყო: „როგორც სოფელში ყვებიან, ბავშვები ეზოში ბურთს თამაშობდნენ, ბურთი დაგორდა და მოზარდი, რომელსაც ახლა ვეძებთ ბურთს მდინარის პირას გაჰყოლია, სადაც ციცაბო დაღმართია. ვარაუდობენ, რომ ბავშვი დაგორდა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“. ომარ ტაკიძის თქმით, ამ დროისთვის მდინარის […]
მოზარდებით სავსე მანქანა ქუთაისთან ხეს შეეჯახა – მე-11 კლასელი გოგონა დაიღუპა
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარ ავტოავარიაში მეთერთმეტეკლასელი გოგონა დაიღუპა. ავტომობილი, რომელშიც ხუთი არასრულწლოვანი იჯდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მეთერთმეტე კლასელი გოგო გარდაიცვალა. ის ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ავარია გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთი ბრიგადა გამოცხადდა. დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გამთენიისას გარდაიცვალა. ექიმების თქმით, […]
საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის მოხუცი ემსხვერპლა
დღეს თბილისში, მოსკოვის გამზირზე 90 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. წინასწარი მონაცემებით, მოხუცი კვამლით გაიგუდა. ცხედარი მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია”, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“ნინოს დედა შემთხვევით შეესწრო ავარიას, დასახმარებლად მივიდა და მანქანაში გარდაცვლილი შვილი დახვდა”
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახიჯვარში ტრაგედია დატრიალდა. “რავ 4” ტიპის ავტომანქანა სოფლის ერთ-ერთი მცხოვრებლის ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგადაც 24 წლის ნინო თიბილაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე 30 წლის დავით კალიეჩევი და ამ უკანასკნელის დეიდაშვილი ნათია მინდიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყავნეს. დაშავებულები არიან ნინო თიბილაშვილის მცირეწლოვანი შვილებიც, რომლებიც ასევე კლინიკაში გადიან მკურნალობას. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტომანქანის მართვისას […]
ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
ტელეკომპანია ,,იმედის” ინფორმაციით, ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.










