კატეგორია: შემთხვევა

ვარიანში 2 წლის გოგონას საფლავის ქვა დაეცა

2 წლის გოგონა, რომელსაც სოფელ ვარიანში, საფლავის ქვა დაეცა,  სამედიცინო დაწესებულება ,,გორმედიდან” უკვე გაწერეს. ბავშვს წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. შემთხვევა 9 აპრილს, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მოხდა. კვირა.ჯი

გიორგი ბოჭორიშვილს 6 წლის შვილმა იმ დღეს კარი ჩაუკეტა, მამა, არ წახვიდეო – ,,არ ვიცი, ეს წინასწარმეტყველება იყო თუ რა”

5 აპრილს ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპული გიორგი ბოჭორიშვილის მამამ ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტთან ის ტრაგიკული დღე გაიხსენა, როცა 28 წლის შვილი დაკარგა. -გიორგის იმ დღეს თავისი 6 წლის შვილი გადაუდგა წინ, მამა, დღეს არ წახვიდე, ხვალ წადიო. ბავშვმა სახლის კარი ჩაუკეტა… არ ვიცი, ეს წინასწარმეტყველება იყო თუ რა, – მოუყვა ჟურნალისტს დაღუპულის მამამ. გიორგი შახტაში 10 […]

უცნობია, ანძიდან გადმომხტარ მამაკაცს ჟურნალისტებისთვის რისი თქმა სურდა

ცოტა ხნის წინ თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელექტროგადამცემ ანძაზე ახალგაზრდა მამაკაცი იყო ასული და ჟურნალისტებთან შეხვედრას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა. მამაკაცი ანძიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გაშლილ ბატუტზე გადახტა. ის არ დაშავებულა, თუმცა მედიკოსებმა მას გამოკვლევები ჩაუტარეს. მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას […]

სამტრედიაში ბიძაშვილ-მამიდაშვილის ქორწინება ტრაგედიით დასრულდა

სამტრედიის რაიონის სოფელში (რომლის სახელს ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ) მცხოვრებმა ბიძაშვილმა მამიდაშვილი მოიყვანა ცოლად.  აღნიშნული ფაქტი ბიჭის ოჯახისთვის ტრაგედით დასრულდა. მამაკაცის დედამ როდესაც შეიტყო, რომ მისმა შვილმა მეუღლის დისშვილი შეირთო,  გულის შეტევით რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შემთხვევა რაიონში რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა სააგენტოსთვის ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. სოფელში ამ  საკითხზე საუბარს ყველა გაურბის, თუმცა ამბობენ, […]

მამაკაცი მაღალი ძაბვის ანძიდან გადმოხტა, მას ჟურნალისტებთან სურდა ლაპარაკი – ვიდეო

ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მაღალი ძაბვის ანძაზე კაცი აძვრა და გადმოხტომით იმუქრებოდა. ადგილზე მივიდა პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაკაცი ანძიდან გადმოხტა. მანამდე მას პოლიციელებმა ქვემოთ ბატუტი გაუშალეს. ანძიდან გადმომხტარი კაცი ბატუტზე დაეცა. მას ახლა სასწრაფო დახმარების მედიკოსები იკვლევენ. ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა კაცს. თუმცა […]

გიორგი ბოჭორიშვილის დედა: ,,ამბობდა, დედა, ბაწრებით ვარ დაბმული და რა დროს დავიღუპები, არ ვიციო”

ტყიბულში, მინდელის შახტაში დაუპული 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი ახლობლებს ხშირად შესჩიოდა, რომ მაღაროში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. გარდაცვლილის დედის თქმით, გიორგი ყვებოდა, რომ სამსახურში ხშირად იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოება და ოჯახს აგუებდა კიდეც შესაძლო რისკებს. -ასე ამბობდა, დედა, ბაწრებით ვარ დაბმული და რა დროს დავიღუპები, არ ვიციო, – ამბობს გარდაცვლილი გიორგი ბოჭორიშვილის დედა. […]

,,გარდაცვლილი მეშახტის შვილები მამას ეძებენ” – რეპორტაჟი სიკვდილის ქალაქიდან

,,ბიჭების მოწყვეტილი ხელ-ფეხი ჰაერში ცვიოდა,“ – ასე აღწერს 5 აპრილს გამთენიისას ექვსი  მეშახტის გარდაცვალების ამბავს მინდელის სახელობის შახტის მოხუცი მუშა. მისივე თქმით, დაღუპულთა სხეულები ჰაერის ძლიერი ნაკადისგან იმდენად დაზიანდა, რომ დანაწევრებული გარდაცვლილები შახტიდან ტომრებით გამოასვენეს. ის ამბობს, რომ ტყიბულის “საქნახშირი” (შახტის მმართველი კომპანია) მთელ ქვეყანაში ერთადერთი დასაქმების ადგილია, სადაც „განტევების ვაცები“ გარდაცვლილები არიან. „ეს არის სიკვდილი, […]

ყოფილი მაღაროელი: ,,სავენტილაციო ჰორიზონტს რომ ემუშავა, ეს უბედურება არ მოხდებოდა” – ვიდეო

5 აპრილს ტყიბულში, მინდელის მაღაროში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა და 3 მძიმედ დაშავდა, გამოძიება მიმდინარეობს. სანამ დასკვნები დაიდება, სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ტელეკომპანია ,,იბერიის” ეთერში ყოფილი მაღაროელი ლევან ბეშქენაძე ამბობს, რომ სავენტილაციო ჰორიზონტს რომ ემუშავა, ეს უბედურება არ მოხდებოდა. ,,არ ვიცი შრომის ინსპექცია, როგორ შეძლებს ამის გამოძიებას. როგორც ვიცი, ადგილამდეც ვერ მიაღწიეს, როგორ შეუძლიათ  მაგათმა განსაზღვრონ,იყო თუ არა სამთო დარტყმა. ვერ განსაზღვრავენ. ყველა შახტიორმა კარგად იცის, რომ ლავი საიდანაც გამოდის, მას უნდა ჰქონოდა სავენტილაციო ჰორიზონტი, რომელიც  უნდა ყოფილიყო ფუნქციონირებაში. წნევას, რამაც ბიჭების დაღუპვა გამოიწვია,გაატარებდა და ეს ფაქტიც არ მოხდებოდა’’- განაცხადა ყოფილმა მაღაროელმა.   https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/2144371958912995/?t=4

,,სამსახურს მაინც ვერ ვიშოვი, ამიტომ ოჯახის სარჩენად შახტაში უნდა ვიმუშაოო” – 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი სამ შვილს და დედ-მამას საკუთარი შრომით ინახავდა

ტყიბულში, მინდელის მაღაროში დატრიალებულ ტრაგედიას ექვსი მაღაროელი ემსხვერპლა, სამმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.  დაღუპულთაგან ყველაზე უმცროსი 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილია.  ის 400 მეტრის სიღრმეზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი მაღაროელის ხელფასით 3 პატარა შვილსა და დედ-მამის შენახვას ვეღარ ახერხებდა, გამოსავალს უცხოეთში სამუშაოდ გამგზავრებაში ხედავდა. – გიოს გამორჩეულობაზე ლაპარაკის მერიდება, არადა მართლა უსაყვარლესი ბიჭი იყო. […]

ტყიბულში, შახტაში გარდაცვლილთა შორის ყველაზე უმცროსი 26 წლის მამაკაცია

ტყიბულში, მინდელის შახტაში გარდაცვლილთა შორის ყველაზე უმცროსი 26 წლის მამაკაცია. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, […]