სამტრედიაში 15 მარტს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ერთმანეთს “მერსედესის” მარკის ავტომობილი, ჯიპი და “ოპელი” შეეჯახნენ. სწორედ “ოპელის” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა პაქსაძეების ოჯახის 4 წევრი. მათგან სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. პაქსაძეები მახინჯაურში ცხოვრობდნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან სახლში ბრუნდებოდნენ. გარდაცვლილები არიან პაქსაძეების რძალი თამუნა კერესელიძე, მისი […]
კატეგორია: შემთხვევა
გუდაურში საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკან წავიდა – დაშავდა 10 მოქალაქე – ვიდეო
ცოტა ხნის წინ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც ისინი გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა. წინასწარი ინფორმაციით […]
“ოჯახს მხოლოდ ეს ორი შვილი ჰყავდა… სიჩქარის მაჩვენებელი 160 კმ/წთ-ზე იყო გაჭედილიო” – საზარელი ავარია მოხისთან, რომელსაც ძმების და მათი მამიდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან შემზარავი ავტოკატასტროფა მოხდა – სოფლის სიახლოვეს მდებარე ტაშისკარის არხში “ოპელის” მარკის ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა იჯდა. მათგან სამი – ხაშურში მცხოვრები ძმები – 21 წლის რომიკო და 19 წლის რატი გრიგალაშვილები და სოფელ ნაცარგორაში მცხოვრები, მათი 27 წლის მამიდაშვილი, რატი სულაქველიძე ადგილზევე დაიღუპნენ. საბედნიეროდ, გადარჩნენ ასევე სოფელ ნაცარგორაში მცხოვრები, გარდაცვლილი […]
70-ე სკოლის 1 მოსწავლე გარდაიცვალა – სისხლიანი ტრაგედია ბარათაშვილზე
ბარათაშვილზე მინის ჩამოვარდნის შედეგად 70-ე სკოლის 6 მოსწავლე დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი უკიდურესად მძიმედ იყო. ცოტა ხნის წინ მძიმედ დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩერებაზე მდგომ მოზარდებს შენობიდან გადმოვარდნილი შუშა დაეცათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოზარდები 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ნიუპოსტი
“ეკიპაჟის წევრი უწყვეტად იმეორებდა, რომ თვითმფრინავი ავარიულად, სწრაფად ეშვებოდა” – ჟურნალისტი ნინო ხოზრევანიძე კიევი-თბილისის რეისის დაძაბულ წუთებს იხსენებს
ავარიულად დაშვებული კიევი-თბილისის ავიარეისის მგზავრი, „ინტერეპრენიუსის“ კორესპონდენტი ნინო ხოზრევანიძე ინციდენტის დროს თვითმფრინავში არსებულ ვითარებას იხსენებს. მისი განცხადებით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაშვებლად მოემზადა, დედამიწამდე მანძილიც შემცირდა, თუმცა მოულოდნელად ისევ აკრიფა სიმაღლე და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო ფრენა. – მსგავსი სიტუაცია კიდევ ორჯერ განმეორდა და როგორც მივხვდით, თვითმფრინავმა თბილისს სამჯერ შემოუარა, მაგრამ დაშვებას ვერ ახერხებდა. განმარტებებს არავინ […]
კიევიდან თბილისში მომავალ თვითმფრინავს სამუხრუჭე სისტემა გაეთიშა – პილოტმა ის თბილისის აეროპორტში ავარიულად დასვა
კიევიდან თბილისში მომავალი „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც ავიალაინერმა, ტექნიკური, სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო, თბილისის გარშემო არაერთი არაგეგმიური ფრენა განახორციელა. აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. დაახლოებით, ნახევარი საათის დაგვიანებით, ავარიულად დაშვების მიუხედავად, ეკიპაჟის და ყველა მგზავრის მდგომარეობა სტაბილურია […]
მეტრო ,,ვარკეთილში“, ჭერის ჩამონგრევის შედეგად, “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული დაშავდა
მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის არის “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული. მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები და იმყოფება შოკურ მდგომარეობაში. ამ დროისთვის, გიორგი საკარული “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” გადაჰყავთ. შეგახსენებთ, განახლებულ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის მგზავრები ევაკუირებულები არიან.
“ძალიან შეგვეშინდა, რამდენიმე ადამიანს თავზე დაეცა ჩამონგრეული მასა” – რა მოხდა ვარკეთილის მეტროში
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელ დარბაზში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს. თვითმხილველის თქმით, მეტროს მოსაცდელ დარბაზში, ბაქანთან იდგნენ, როცა მოულოდნელად ჭერის ჩამოიქცა. ,,ხალხი პანიკაში ჩავარდა. ჩვენ ცოტა მოშორებით ვიდექით და საბედნიეროდ, გადავრჩით, რომ არაფერი დაგვიშავდა. ძალიან შეგვეშინდა, რამდენიმე ადამიანს თავზე დაეცა ჩამონგრეული მასა, თუმცა […]
ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა – 7 ადამიანი დაშავდა
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელ დარბაზში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგოც “ნიუპოსტს” შინაგანს აქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რათა მომხდარის მიზეზი დადგინდეს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, რომლის შედეგადაც მოიხსნა […]
“ქანთარიები და ვაჩანძეები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა” – რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა
რიკოთზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველო შეძრა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მარკის ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, […]










