ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი 2 არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. 35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4 ჯერ გაუჩერდა დილით, დაახლოებით 10 საათისთვის, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა […]
კატეგორია: შემთხვევა
,,სალონის თანამშრომლებს ვერ უკავშირდებიან” – ნანგრევებიდან ადამიანების ხმები ისმის, შველას ითხოვენ
ბათუმში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. უცნობია, რა გახდა ნგრევის მიზეზი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის. ორი ბავშვის ამოყვანა მოხერხდა ნანგრევებიდან. იქ მყოფთა ინფორმაციით, ნანგრევებიდან ხმები ისმის, ისინი შველას ითხოვენ. ნიკა საჯაია წერს: ,,მხოლოდ ის მაიმედებს, რომ ბავშვები სკოლებში, ბაღებში იყვნენ, მშობლები სამსახურებში, მაგრამ ვინც სახლში იყო… სალონის თანამშრომლები, რომლებსაც ვეღარ უკავშირდებიან… საშინელებაა. ღმერთო, უშველე”.
თვითმხილველი: ,,ბავშვი შოკურ მდგომარეობაში ამოიყვანეს… 24 საათი ვიბრაციულად თხრიდნენ ქვემოთ”
ბათუმში ჩამოშლილი სადარბაზოს ნანგრევების ქვეშ მანქანა მოყვა, სადაც წლისა და სამი თვის ბავშვი იყო. მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. ,,მთავართან” თვითმხილველი ყვება: -ბავშვს დაუზიანდა ფეხი. შოკურ მდგომარეობაში ამოიყვანეს. მეზობლები ყვებიან, იმდენს თხრიან, აღარ ჩერდებიან. მთელი კორპუსი გამოთხრილია. ქვევით 24 საათის განმავლობაში სულ ვიბრაციულად თხრიან ყველაფერს. მთავრობა არაფერში არ ეხმარება ადამიანებს, საჩივრებს არ ითვალისწინებს. არქიტექტურის სამსახური მოშლილია. მთელი […]
ნანგრევებიდან 2 წლის ბავშვის ამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს
ბათუმში, 26 მაისის და აბაშიძის კვეთაზე მდებარე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა. ,,მთავარის” ინფორმაციით, იქვე მდგარ ავტომობილში მოყოლილია 2 წლის ბავშვი და ამ მომენტში მისი ამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ჟურნალისტის თქმით, ბავშვი ცოცხალია, მაგრამ მას ფეხზე აქვს ტრავმა. გვერდით სადარბაზოებიდან მაშველებს სამაშველო კიბეებით ხალხი აივნებიდან ჩამოჰყავთ. მიმდინარეობს მოსახლოების ევაკუაცია.
,,საშინელება მოხდა ბათუმში, 5 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა” – ამ წუთებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმში სადარბაზო ჩამოიშალა. ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ბათუმიდან წერს: ,,საშინელება მოხდა… 5 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა”. სოფი ბალანჩინი წერს: ,,ბათუმში, 26 მაისის და აბაშიძის კვეთაში, მთლიანი სადარბაზო ჩამოიშალა. არ ვიცი მსხვერპლი არის, თუ არა. იგივე ბედი მოელის იმ კორპუსსაც, სადაც დედაჩემი ცხოვრობს. ჭერი ჩამოინგრა გვერდით სადარბაზოში, და სასწრაფოდ გასახლებული მოსახლეობა უკან შემოასახლეს მეორე დღესვე, ქირას […]
უმძიმესი ავარია სამტრედიაში – შვილს ონკოავადმყოფი დედა მიჰყავდა საავადმყოფოში
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი და ტაქსის მძღოლი სენაკის მკვიდრები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც სამი პირი ზუგდიდიდან იყო, ტაქსს შეეჯახა. შვილს, ლილი ბაღათურიას ონკოავადმყოფი დედა ტაქსით საავდმყოფოში მიჰყავდა და მათ სამტრედიაში მსუბუქი მანქანა დაეჯახათ. თვითმხილველის ინფორმაციით, ლილი ბაღათურია და ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო ლილის დედა საავადმყოფოში. ბაღათურიებს სენაკში ცნობილი საკონდიტრო „აპეტიტო“ […]
,,აფეთქების შანსი იყო, თვითმფრინავი მგზავრებით იყო სავსე!” – რა მოხდა თბილისი-ვენის რეისზე
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ,,აირზენას” თვითმფრინავმა, რომელსაც რეისი თბილისი-ვენის მიმართულებით უნდა შეესრულებინა, შასი ვერ დახურა. აირზენას თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. მგზავრებით სავსე თვითმფრინავი თბილისის თავზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა, საბოლოოდ კი მშვიდობიანად დაშვება შეძლო. ,,ვისაც გაიაშვილის კომენტარი არ მოგისმენიათ კითხვაზე, რატომ დასვეს ავარიულად ,,აირზენას” თვითმფირნავი?! ამის […]
საბერძნეთში 24 წლის ლაშა ტუხაშვილი დაიღუპა – ,,დედას ერთადერთი შვილი ჰყავდა”
საბერძნეთში მომხდარ ავარიას ქართველი ემიგრანტი, 24 წლის ლაშა ტუხაშვილი ემსხვერპლა. როგორც წერენ, ავარიაში მაშინ მოყვა, როცა შეკვეთა მიჰქონდა. ლაშა 25-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. „გარდაიცვალა დედის ერთადერთი შვილი… როდესაც შეკვეთა მიჰქონდა, ავარიაში მოხვდა. 25 დღე კომაში მყოფი სიკვდილს ებრძოდა… კარგად აღზრდილი შვილი… უზომოდ დამწყდა გული. ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს მის დედას. ნათელი და სანთელი მის სულს”, – […]
,,მისი ბიძაც ასე დაიღუპა, მასაც ლადო ერქვა და გაგუა იყო” – გაგუების ოჯახის უცნაური ბედისწერა
შეკვეთილში, ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული ლადო გოგუას ბიძა, ისიც ლადო გოგუა, რამდენიმე წლის წინ წყალში დაიხრჩო. „ჩხოროწყუში მდინარეში დაიხრჩო ლადოს ბიძაც, მისი სახლის უკან ჰესის არხი გადის და იქ ჩავარდა საწყალი, საშინელება იყო მისი გარდაცვალება. ლადო გოგუა 40 წლამდე იყო, ისიც უცოლშვილო. დიდი ტრაგედია იყო ეს ოჯახისთვის. მერე ლადოს მშობლები თბილისში წავიდნენ საცხოვრებლად. ლადო იქ ცხოვრობდა. […]
,,ორი უწესიერესი ოჯახი დაიქცა გუშინ ლეჩხუმში” – მძიმე ავარიას დეიდაშვილები ემსხვერპლნენ
ლეჩხუმში დიდი ტრაგედია დატრიალდა. რადიო ,,ფორტუნას” ინფორმაციით, მძიმე ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილები 21 წლის გიორგი სანთელაძე და 28 წლის ლაშა ცხვედიანი არიან. ,,ორი უწესიერესი ოჯახი დაიქცა გუშინ ლეჩხუმში – ასე ამბობენ ამ დროს ჩვენში. ორი ულამაზესი ბიჭი, ერთმანეთის დეიდაშვილები დაიღუპნენ ავტოავარიაში. ის შემთხვევაა, სამძიმრის სათქმელად ენა ვერ მოგიბრუნდება ადამიანს. ერთის ოჯახს მთელი ცხოვრებაა, ვიცნობ […]








