კატეგორია: საზოგადოება

ვინ არის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი, რომელიც აშშ-ში მოკლული იპოვეს – “თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს”

აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვნა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა. დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა. პოლიციამ ორი მოკლული ხუთშაბათს აღმოაჩინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. […]

ერეკლე შონია კუმისელ მოჩვენებაზე: “ყანაში ხომალდიდან ჩამოვიდა ადამიანისმაგვარი არსება, რაღაც მოწყობილობა მიუშვერია კუმისელებისთვის და ისინი გათიშულან”

ცნობილი ქართველი უფოლოგის, თალეს შონიას, ვაჟმა, ერეკლე შონიამ, რომელმაც მამის გზა გააგრძელა და ანომალიური მოვლენების კვლევით არის დაკავებული, საკონსულტაციო ცენტრი გახსნა. მზადაა იმ ადამიანების მისაღებად, რომლებსაც ამოუცნობ მოვლენებთან შეხება ჰქონდათ ან აქვთ. ამის შესახებ ის “სარკესთან” საუბრობს: – სხვადასხვა რეგიონებიდან განუწყვეტლივ მოგვდის შეტყობინებები, რომ ადამიანები ხედავენ უცხო არსებებს. 2009 წელს დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდის მიმდებარე სოფლებში […]

ორშაბათიდან ცუკერბერგი ფეისბუქს ცვლის – მომხმარებელი თავად განსაზღვრავს, რომელი წყაროა უფრო სანდო

ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციების წყაროების სანდოობის საკითხს Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. ასეთი ინიციატივით სოცქსელის დამფუძნებელი მარგ ცუკერბერგი გამოვიდა. ცუკერბერგმა სოციალური ქსელის ცვლილებასთან დაკავშირებით მის მიერ ბოლოს გაკეთებული განცხადების შემდეგ, ახალი განმარტება გაავრცელა. მისი თქმით, Facebook-ის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ინფორმაციის ხარისხზე თავად იქონიონ გავლენა. ამისათვის მომხმარებელმა ინფორმაციის სანდო წყაროები უნდა „დაალაიქონ“. „ყველაზე ობიექტური იქნება, […]

ჭამს ტკბილეულს და კარადიდან ტანსაცმელს ყრის, მხოლოდ სამხედრო ფორმა მიაქვს – უჩინარი ქურდი სოფელ ახალშენში

ახალი წლიდან გორის სოფელ ახალშენში ადგილობრივებს მშვიდად ვერ სძინავთ. მოსახლეობა ვერაფრით ხსნის მათი სახლებიდან ტკბილეულის გაქრობას, ჭურჭლის გადაადგილებას და კარადებში ნივთების არევას. მათი თქმით, პარანორმალური მოვლენები ღამით ხდება და უცნობი სტუმარი უკვე სოფლის 60-მდე ოჯახშია ნამყოფი. ახალშენში ყვებიან, რომ უჩვეულო სტუმარი სახლებში მაშინ შედის, როცა ოჯახებს სძინავს. მის დასაჭერად ადგილობრივებმა ღამე მორიგეობაც დააწესეს. თუმცა იმ […]

დავით სოკოლოვი მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს – ვიდეო

ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი ამჟამად წმინდა გაბრიელ ბერის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა ჰოსპისში ცხოვრობს. – ერთი წელია აქ ვარ, ადრე სხვაგან ვიყავი, აქ მეტი ყურადღებაა და სამედიცინო მომსახურებაც უკეთესია, – ამბობს დავით სოკოლოვი პოსტ ტივისთან საუბარში. ის თავის წარსულზეც ლაპარაკობს და ამბობს: – სიზმარში ხშირად ვხედავ, ტელესტუდიაში როგორ შევდივარ. მისი საუბრის სრული ტექსტი ვიდეოზე იხილეთ. პოსტ […]

ოჯახს ძიძის უდანაშაულობის სჯერა

ამბავი, რომელიც ძიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხებოდა, დღესაც გრძელდება. ვაკის სამმართველოში გამოკითხვაზე მცირეწლოვნის მშობლები ბრალდებების ადრესატთან ერთად მივიდნენ. “ქრონიკასთან“ საუბრისას, ბავშვის დედამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მათი შვილის ძიძა ოჯახის ახლობელია და მათ უცნობი მოქალაქეების ბრალდებების არ სჯერათ. ოჯახი გამოძიებას ელოდება და  დარწმუნებულია, რომ ქალის უდანაშაულობა დადგინდება. იმედინიუსი

“როცა მოსავლელი ხარ, ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“ – ემიგრანტი დედის წერილი

იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალბატონი მარინა ჭუმბურიძე ერთ-ერთი ემიგრანტი დედის წერილს აქვეყნებს. წერილის ავტორს ვინაობის გამხელა არ სურს, მხოლოდ ის უნდა, რომ მისი სათქმელი რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისწვდეს. გთავაზობთ ამ წერილს: “მაპატიეთ, ქალბატონო მარინა, რომ გაწუხებთ, მაგრამ ვინმეს რომ არ ვუთხრა ჩემი ტკივილი, გული გამისკდება. აკი ამბობენ, ამოთქმული სევდა მსუბუქდებაო. მე თქვენ მხოლოდ ორჯერ შეგხვდით ამ ხუთიოდე […]

“დედამ ჯერ არ იცის, რომ 11 წლის ნანატრი შვილი აღარ ჰყავს” – მანქანამ საბავშვო ბაღის ეზო შეანგრია და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა

14 იანვარს, ძველით ახალი წლის დღეს, ქობულეთის დაბა ოჩხამურში ტრაგედია დატრიალდა. 3 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა მორიგ ავტოავარიას. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის-მე 5 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. რიონ გოგიტიძე, ოჩხამურის მკვიდრი: – მირზა ასამბაძე და ნატო გოგოხია ოჩხამურელები არიან, სიყვარულით დაქორწინდნენ, მაგრამ 11 წელიწადი შვილი არ […]

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ქართული საბავშვო წიგნების მიღება დაიწყო

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ქართული საბავშვო წიგნების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს. მიღებული წიგნები 2018 წლის 10-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართული საბავშვო წიგნების სტენდზე გამოიფინება. კიდევ ერთი ეროვნული სტენდისთვის, რომელიც დიზაინისა და ხელოვნების სივრცეში იქნება განთავსებული, ასოციაცია ხელოვნებისა და დიზაინის შესახებ შექმნილი წიგნების მიღებას აცხადებს. ამ სტენდისთვის […]

რამდენ დღეს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან ადგილებში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 6–11 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0–5 გრადუსი. 15 იანვარს კი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში […]