კატეგორია: საზოგადოება

მურთაზ კიკორიას ცოლთან, ნინო კოღუაშვილთან, გაყრა 7 მილიონი დაუჯდება

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია, 2017 წლის დეკლარაციის თანახმად, თბილისში, ჭავჭავაძის №83-ში 180 ათასი ლარის ღირებულების 129,03 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სასაწყობე ფართობს ფლობს.  მას ასევე ეკუთვნის მცხეთაში სოფელ შანკევანში მდებარე 30 ათასი ლარის ღირებულების 4.500 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს არის შეძენილი. 2017 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, […]

ბერძენ მსახიობ მერი ხრონოპულუს ქართველი მომვლელი ლამარა ენატრება – “მისი საქართველოში წასვლა ჩემთვის დიდი დანაკლისია”

მერი ხრონოპულუ ცნობილი ბერძენი მსახიობია. ის დღეს 80 წელს გადაცილებული ქალბატონია და სამწუხაროდ ვერ უვლის მარტო თავის თავს. რამოდენიმე დღის წინ მერიმ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ბერძნულ ტელევიზიას და ახსენა რომ ყველაზე მეტად ქართველი ქალბატონი, ლამარა ენატრება რომელიც გარდა იმისა რომ მას ყველაფერში ეხმარებოდა, მისი დაქალი და ოჯახი იყო. 15 წელია რაც ქალბატონი ლამარა მას ეხმარებოდა […]

იმედა არაბულმა ბახალა დაიცვა – ”ეს არის მამაძაღლობა და ეს არის ვირიშვილობა”

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ. აქციაზე მივიდა “ბახალას” კოლეგა იმედა არაბული. – ეს არის მამაძაღლობა და ეს არის ვირიშვილობა, – თქვა მსახიობმა. ნიუპოსტი

ხათუნა პაიჭაძე: “ჩემი საყვარელი ადამიანი ნარკოდამოკიდებული იყო… ბოლოს გაწყდა, დაინგრა ყველაფერი… ვერ გავუძელი…”

ცნობილი ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე თავისი პირადი, ემოციური ამბით გამოეხმაურა ნარკოპოლიტიკის და ზოგადად, ნარკომანიის შესახებ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად გაჩაღებულ საყოველთაო დისპუტს. მისი გზავნილი ყველასთვის გასათვალისწინებელია. “25 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. გვიყვარდა ერთმანეთი. კარგ და ლამაზ ოჯახზე ვოცნებობდი, როგორც ყველა ქალი… ის დღეც დადგა, როცა გავიგე, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ნარკოდამოკიდებული იყო… ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება იმ […]

ნინი ქარსელაძე: “ჩემი ცხოვრება ნარკოტიკმა მხოლოდ ტკივილით აავსო და ნუ შემომიხტებით, რომ მარიხუანა კარგია და მისი მოწევა არაფერს ვნებს”

მომღერალი ნინი ქარსელაძე, ნარკოპოლიტიკის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და პოლემიკას, სოციალური ქსელში ეხმაურება: “ნარკოტიკი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა.. იმ თაობას მივეკუთვნები, რომლის მშობლების უმრავლესობა ამას შეეწირა, ვინც ცოცხალია ვაი ამ სიცოცხლეს. სხვათაშორის ამ თაობას ოქროს თაობას უწოდებდნენ. ამ ზედმეტსახელს ისინი ამართლებდნენ გარეგნობით, ოჯახისშვილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, მაგრამ რა? უმრავლესობა ჩემთვის ავადსასხსენებელმა- […]

სტეფანე: “ბახალას დაჭერის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, ლაპარაკი მიჭირს…”

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას სტეფანემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ მიესაჯა “ბახალას” 8 წლით პატიმრობა. – მე მგონი, ყველა გონიერი ადამიანი შეთანხმებულია იმაზე, რომ ამის გამო ადამიანებს ციხე არ უნდა ეხებოდეთ. მე ვიცნობ “ბახალას”, საზოგადოებისთვის არასაშიში პიროვნებაა და გაუგებარია, რა საჭიროა, რომ […]

თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზი აღმოაჩნდა

თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, რის გამოც, პრევენციის მიზნით, იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა ტუბერკულოზის ნიშნები. ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი. ფილტვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის ცენტრის რეკომენდაციით, პრევენციის […]

5 წლის ქართველი გოგონა რენე ფასიეშვილი – მოვლენა ამერიკის სპორტულ სამყაროში

ხუთი წლის ქართველი გოგონა, რენე ფასიეშვილი ამერიკის (და არა მარტო ამერიკის) სპორტულ სამყაროში შეიძლება მოვლენად ჩაითვალოს. ხუთი წლის რენე რვა წლის გოგონებში ჩემპიონი გახდა, ხოლო იმავე ასაკის ბიჭებში მეორე ადგილი დაიკავა. World cup open martial arts championship 2018-ის ორგანიზატორებმა GRAND CHAMPION-ის თასი გადასცეს, რომელიც თავიდან, ალბათ, სხვისთვის იყო გათვალისწინებული – უფროსი ასაკის ბავშვისთვის, მაგრამ საბოლოოდ […]

აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

საქმეში საქართველოს საკონსულო ჩაერთო. გადმოსვენებისთვის საჭირო ხარჯს სახელმწიფო დაფარავს. ოჯახს ცხედრის გადმოსვენებისთვის თანხა არ აქვს და მხარდაჭერას ითხოვდნენ. აშშ-ში 31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი მოკლეს. ქალაქ ლუისვილის პოლიცია ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს. შემთხვევა ლუისვილის ერთერთ საცხოვრებელს სახლში მოხდა, სადაც პოლიციამ ორი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. მეორე გარდაცვლილი 31 წლის ჯოშუა რეისია, რომელსაც აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა. […]

იმედმა რუსთავი 2-ს რეიტინგში გაასწრო

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ ქართული სატელევიზო არხების 2017 წლის შედეგებს. 2016 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია ქართული სატელევიზიო არხების საშუალო წლიურ რეიტინგსა და წილში. გასული წლის შედეგებისგან განსხვავებით პირველ ადგილზეა ტელეკომპანია იმედი, რომლის საშუალო წლიური რეიტინგი 2017 წელს იყო 5,28%, ხოლო წილი – 28,08%. მეორე ადგილზეა ტელეკომპანია რუსთავი2, რომლის რეიტინგი […]