კატეგორია: საზოგადოება

ესპანელი კაცი გარდაცვლილი ქართველი ცოლის, ეკატერინე თექაძის, პატივსაცემად სამივე შვილს ქართველებად ზრდის

ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენია წერს: “უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი… შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი (სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება – ქართველი ხარ? მე სადაც ვცხოვრობ, იქ ქართველები ცოტანი არიან, ამიტომ გამიკვირდა. როცა შეკითხვა დავუბრუნე, მითხრა: მე ესპანელი ვარ, მაგრამ სამი შვილი მყავს და ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო. როგორც გავარკვიე, ქართველი მეუღლე ყოლია, […]

”ხუხულასავით ჩამომენგრა პირველი ოჯახი, რომელიც სიმწრით და წვალებით შევაკოწიწე და მაქვს სულ სხვა, რომელსაც საერთოდ არ ვგეგმავდი“ – ყოფილი პატიმარი ქალის ისტორია

ყოფილი პატიმარი ნინო კ. სამი შვილის დედაა. ბევრი უსიამოვნო თავგადასავლისა და რთული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, ვისთან ერთად გაატარებდა მთელ ცხოვრებას საბოლოოდ. სასჯელი მოიხადა და გათავისუფლებიდან სამ თვეში ახალი ადამიანი გაიცნო. მანამდე კი იყო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც თელავში ცხოვრობდა: ცოლ-ქმარი სამი შვილი და ბებია-ბაბუა. ნინოს საკუთარი მაღაზია ჰქონდა და ასე უმკლავდებოდა დიდი ოჯახის […]

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

დღეს დილით პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმის თქმით, დილის 8 საათისთვის მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლისა გარდაიცვალა. ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა. მარიკა ლორთქიფანიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი.1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის […]

რუსთავში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა – 50 მგზავრმა გადმოსვლა მოასწრო

რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, ავტობუსში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა დროულად შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი აზერბაიჯანიდან ე.წ. წითელი ხიდის გავლით, თურქეთში მიდიოდა, მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ. ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულნი, ისინი ავტობუსში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

გიორგი მახარაძის შვილმა, 6 წლის ელენემ, საშობაო ალილო შეასრულა – ვიდეო

გიორგი მახარაძის შვილმა, 6 წლის ელენემ, დედასა და ბებიასთან ერთად შობის ღამეს სამების საკათედრო ტაძარში მგალობელთა გუნდთან ერთად საშობაო ალილო ბრწყინვალედ შეასრულა. მან მართლმადიდებლებს სიტყვებით” “ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო, იესო დაბადებულა, ალილო” ქრისტეს შობა ახარა. ამასთან დაკავშირებით მარიამ ქაცარავამ ფეისბუქზე რამდენიმე წუთის წინ ერთსიტყვიანი პოსტი დაწერა: elenee ❤️✨

დედა, რომლის შვილსაც სიგარეტი მოაწევინეს, ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა

დედა, რომლის მცირეწლოვანი შვილი “ფეისბუქით” გავრცელებულ ვიდეოში სიგარეტს ეწევა, ამბობს, რომ ფაქტს თავად არ შესწრებია. – ჩემი ქმარი და ჩემი ქმრის თანამშრომლები ახალი წლის ღამეს შეიკრიბნენ, სვამდნენ. ბავშვმა უბრალოდ მოინდომა, რომ სიგარეტი ხელში აეღო და და ერთჯერადად გაეხუმრა. მე არაფერი ვიცოდი, 6 თვის ბავშვი მყავს, პატარა და იმას ვუყურებდი. დღეს დილით ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, […]

ნიკა გვარამია: ”საახალწლო პიროტექნიკა კანონით უნდა აიკრძალოს”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა: ”საახალწლო პიროტექნიკა კანონით უნდა აიკრძალოს.” ამ პოსტმა ბევრი ლაიქი მიიღო, კომენტარებიდან კი ერთის გამოყოფა შეიძლება: ”100% ვეთანხმები. გუშინ აივანზე ვერ გავედი, ჩვეულებრივად ვიმალებოდით ფანჯრებს მიღმა, რადგან გარშემო თუ ვინმე ისროდა კორპუსებიდან, ყველა ჩვენა აივანზე და ფანჯრებზე ფეთქდებოდა. დილას ფანჯრებიდან პიროტექნიკის შავი ნარჩენები ჩამოვფხიკე.” ახალითაობა. გე

გიორგი მახარაძე თურქეთში გაემგზავრა

დღეს მსახიობი გიორგი მახარაძე და მისი დედა თეო ჩივაძე თურქეთში გაემგზავრნენ, სადაც გიორგის დამატებითი კვლევა უნდა ჩაუტარდეს. მარიამ ქაცარავამ ფეისბუქზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზედაც თბილისის აეროპორტიდან მათი გაცილებაა აღბეჭდილი. პოსტი ერთი სიტყვისგან შედგება – “გავაცილეთ” – gavacilet ❤️❤️❤️ #მახარასთვის. მას უამრავი კომენტარი აქვს, რომელთა ავტორები გიორგის სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

როგორ შეხვდნენ ქართველი პოლიტიკოსები ახალ წელს

ახალი წელი ალბათ ყველას ერთნაირად უხარია და ყველას სურს, ოჯახში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გააცილოს ძველი წელი და შეეგებოს ახალს. თუმცა პოლიტიკოსებს, ისევე, როგორც არტისტებს ან სხვადასხვა საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს ამის ფუფუნება ხშირად არ აქვთ. ქართველი პოლიტიკოსებიდანაც ზოგიერთები ქუჩაში, მოქალაქეებთან ერთად შეხვდნენ ახალ წელს. მაგალითად, ქალაქის მერი კახა კალაძე, რომელსაც მეუღლე და შვილებიც ახლდნენ. თეა წულუკიანმა […]